ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ჩხეიძე დავით ან...) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | [[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | [[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
| + | [[კატეგორია:ჩხეიძეები]] | ||
16:37, 12 თებერვალი 2019-ის ვერსია
ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე (დ. - 1888, სოფ. ვარდისუბანი - გ. - 23.XII.1948, თბილისი)
სწავლობდა თბილისის ვაჟთა მეორე ტექნიკუმში. სწავლის პერიოდშივე ჩაება სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში. სწორედ პოლიტიკური საბაბით რამდენიმეჯერ დააკავეს. 1906 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა. 1911 შევიდა კიევის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიური განხრით. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო პედაგოგად. კიევში, სხვა ქართველებთან ერთად, გამოსცემდა ჟურნალ „Заря“-ს. 1919 აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1922 დაიჭირეს და ჩეკამ მიუსაჯა პატიმრობა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო. გათავისუფლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1948 ჯილდოც მიიღო განათლების სფეროში მოღვაწეობისთვის.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი