თიკანაძე ივანე
(→იხილე აგრეთვე) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Tikanadze ivane.jpg|thumb|'''ივანე თიკანაძე'']] | ||
'''თიკანაძე ივანე ელიშუქის ძე''' (1868, სოფ. კავნაეთი - 1943, ქ. [[თბილისი]]) - მეან-გინეკოლოგი, [[საქართველო|საქართველოში]] მეცნიერული მეანობის ერთერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1897), პროფესორი (1919). იყო საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე, კიევისა და ხარკოვის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოებების საპატიო წევრი. | '''თიკანაძე ივანე ელიშუქის ძე''' (1868, სოფ. კავნაეთი - 1943, ქ. [[თბილისი]]) - მეან-გინეკოლოგი, [[საქართველო|საქართველოში]] მეცნიერული მეანობის ერთერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1897), პროფესორი (1919). იყო საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე, კიევისა და ხარკოვის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოებების საპატიო წევრი. | ||
| ხაზი 8: | ხაზი 9: | ||
ი. თიკანაძე აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ „საბჭოთა მედიცინის“ დაარსებაში და წლების მანძილზე იყო მისი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. | ი. თიკანაძე აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ „საბჭოთა მედიცინის“ დაარსებაში და წლების მანძილზე იყო მისი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. | ||
| − | ::::::::::::::::::::::::::::::::::::::მანანა ლილუაშვილი | + | |
| + | ::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''მანანა ლილუაშვილი''''' | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
15:22, 19 მარტი 2019-ის ვერსია
თიკანაძე ივანე ელიშუქის ძე (1868, სოფ. კავნაეთი - 1943, ქ. თბილისი) - მეან-გინეკოლოგი, საქართველოში მეცნიერული მეანობის ერთერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1897), პროფესორი (1919). იყო საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე, კიევისა და ხარკოვის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოებების საპატიო წევრი.
1894 დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების გამგედ და ამ ჰოსპიტალის მთავარ ექიმად. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტისა და ამ ფაკულტეტზე მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი (1919) და მისი უცვლელი ხელმძღვანელი იყო სიცოცხლის ბოლომდე. 1920 გამოსცა წიგნი „სამეცნიერო ტერმინოლოგიის მასალები“.
ი. თიკანაძეს ეკუთვნის არაერთი გამოკვლევა სასქესო ორგანოების ანომალიებისა და მათი ოპერაციული გზით მკურნალობის წესების, სასქესო ორგანოების სიმსივნეების ეტიოგენეზისა და მკურნალობის, ორსულთა ტოქსიკოზის, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებითი პროცესების, უნაყოფობის პრობლემებისა და სხვა საკითხების შესახებ. მისი შრომებიდან მნიშვნელოვანია „მშობიარობის შემდეგი ატონიური სისხლის დენა და მასთან ბრძოლის საშუალებანი“ (1931) და ა.შ.
ი. თიკანაძე აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ „საბჭოთა მედიცინის“ დაარსებაში და წლების მანძილზე იყო მისი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.
- მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
- ქეს, ტ. IV, თბ., 1979;
- ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი