საბახტარაშვილი კონსტანტინე
(→იხილე აგრეთვე) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''საბახტარაშვილი კონსტანტინე ბეჟანის ძე''' (21.VII.1884, ფოთი - 21.VII.1938, პარიზი) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, დიპლომატი, | + | [[ფაილი:SabaxtaraSvili konstantine.jpg|thumb|წარწერის ტექსტი]] |
| + | '''საბახტარაშვილი კონსტანტინე ბეჟანის ძე''' (21.VII.1884, ფოთი - 21.VII.1938, პარიზი) - [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, დიპლომატი, [[საქართველო]]ს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი [[იტალია]]ში. | ||
ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფე იყო, როცა რევოლუციურ მოძრაობას შეუერთდა. სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ 1905, მოსკოვის [[შეიარაღებული აჯანყება|შეიარაღებულ აჯანყებაში]] მონაწილეობის გამო, იძულებული გახდა მოსკოვი მიეტოვებინა და ფოთში დაბრუნებულიყო. აქ განაგრძო რევოლუციური საქმიანობა, როგორც სოციალ-დემოკრატმა. მოსკოვიდან მოსული ბრძანების თანახმად, ის უნდა დაეპატიმრებინათ, თუმცა მიმალვა მოასწო და საზღვარგარეთ - ჟენევაში გაემგზავრა, სადაც იურიდიული მეცნიერების შესწავლა განაგრძო და უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. ჟენევაში იგი ემიგრანტების სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფს შეუერთდა. | ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფე იყო, როცა რევოლუციურ მოძრაობას შეუერთდა. სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ 1905, მოსკოვის [[შეიარაღებული აჯანყება|შეიარაღებულ აჯანყებაში]] მონაწილეობის გამო, იძულებული გახდა მოსკოვი მიეტოვებინა და ფოთში დაბრუნებულიყო. აქ განაგრძო რევოლუციური საქმიანობა, როგორც სოციალ-დემოკრატმა. მოსკოვიდან მოსული ბრძანების თანახმად, ის უნდა დაეპატიმრებინათ, თუმცა მიმალვა მოასწო და საზღვარგარეთ - ჟენევაში გაემგზავრა, სადაც იურიდიული მეცნიერების შესწავლა განაგრძო და უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. ჟენევაში იგი ემიგრანტების სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფს შეუერთდა. | ||
| − | 1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციი]]ს შემდეგ ფოთში დაბინავდა, სადაც რევოლუციურ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. ამავე | + | 1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციი]]ს შემდეგ ფოთში დაბინავდა, სადაც რევოლუციურ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდიდან კ. საბახტარაშვილი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, ხან ხალხის მიერ იყო არჩეული, ხანაც მთავრობის მიერ დანიშნული: იყო ქალაქ ბათუმის განახლებული თვითმმართველობის პირველი ქალაქის თავი. როდესაც ფრონტიდან გამოქცეული, გაბოლშევიკებული რუსის ჯარი ქალაქს არბევდა, შემდეგ კი ბათუმი დროებით გამარჯვებულმა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] [[ჯარი|ჯარმა]] დაიკავა, კ. საბახტარაშვილს თავი ღირსეულად ეჭირა; თავგამოდებით ზრუნავდა ბათუმის მცხოვრებთა ფიზიკური გადარჩენისთვის. ამ პოსტზე დიდი ღირსებით გამოირჩეოდა და ადგილობრივ მცხოვრებთა სათანადო პატივისცემაც დაიმსახურა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მშენებლობას აქტიურად შეუდგა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918 იყო ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი მცირე ხნით, ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში [[იტალია|იტალიაში]] წარგზავნილ განსაკუთრებულ მისიას ხელმძღვანელობდა, რომლის მუშაობამ, იტალიისა და საქართველოს ეკონომიკურ დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. |
| − | პერიოდიდან კ. საბახტარაშვილი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, ხან ხალხის მიერ იყო არჩეული, ხანაც მთავრობის მიერ დანიშნული: იყო ქალაქ ბათუმის განახლებული თვითმმართველობის პირველი ქალაქის თავი. როდესაც ფრონტიდან გამოქცეული, გაბოლშევიკებული რუსის ჯარი ქალაქს არბევდა, შემდეგ კი ბათუმი დროებით გამარჯვებულმა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] [[ჯარი|ჯარმა]] დაიკავა, კ. საბახტარაშვილს თავი ღირსეულად ეჭირა; თავგამოდებით ზრუნავდა ბათუმის მცხოვრებთა ფიზიკური გადარჩენისთვის. ამ პოსტზე დიდი ღირსებით გამოირჩეოდა და ადგილობრივ მცხოვრებთა სათანადო პატივისცემაც დაიმსახურა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მშენებლობას აქტიურად შეუდგა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918 იყო ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი მცირე ხნით, ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში [[იტალია|იტალიაში]] წარგზავნილ განსაკუთრებულ მისიას ხელმძღვანელობდა, რომლის მუშაობამ, იტალიისა და საქართველოს ეკონომიკურ დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. | + | |
| − | ბოლშევიკური რუსეთის ჯარის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ უცხოეთში გაიხიზნა და იქ განაგრძო პოლიტიკური მოღვაწეობა. შედიოდა | + | ბოლშევიკური რუსეთის ჯარის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ უცხოეთში გაიხიზნა და იქ განაგრძო პოლიტიკური მოღვაწეობა. შედიოდა ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით პარიზში შექმნილ ცენტრალური საპროპაგანდო-სააგიტაციო კომისიის შემადგენლობაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასავლეთის სახელმწიფოების დაინტერესება. 1921 წლის 6-9 ივნისს, ს. მდივანთან ერთად, [[ერთა ლიგა|ერთა ლიგის]] საზოგადოების მე-5 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა. კონგრესმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ერთა ლიგის საბჭოსა და საერთო ყრილობისგან მოითხოვდა, მიეღოთ საჭირო ზომები, რათა პრინციპი ხალხთა თვითგამორკვევის უფლებისა საქართველოზეც გავრცელებულიყო. 1932 წელს ქრონიკული მენინგიტით დაავადდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ხან პარიზის საავადმყოფოებში იწვა, ხან სოფელ ლევილში, თავის ბინაზე. გარდაიცვალა პარიზში. |
| − | მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასავლეთის სახელმწიფოების დაინტერესება. 1921 წლის 6-9 ივნისს, ს. მდივანთან ერთად, [[ერთა ლიგა|ერთა ლიგის]] საზოგადოების მე-5 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა. კონგრესმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ერთა ლიგის საბჭოსა და საერთო ყრილობისგან მოითხოვდა, მიეღოთ საჭირო ზომები, რათა პრინციპი ხალხთა თვითგამორკვევის უფლებისა საქართველოზეც გავრცელებულიყო. 1932 წელს | + | |
| − | ქრონიკული მენინგიტით დაავადდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ხან პარიზის საავადმყოფოებში იწვა, ხან სოფელ ლევილში, თავის ბინაზე. გარდაიცვალა პარიზში. | + | |
| − | + | ||
| + | :::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''ლელა სარალიძე''''' | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
| ხაზი 17: | ხაზი 15: | ||
* ლ. სარალიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები დასავლეთ ევროპაში 1918-1921 წწ., დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1994; | * ლ. სარალიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები დასავლეთ ევროპაში 1918-1921 წწ., დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1994; | ||
* რ. დაუშვილი, ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში, თბ., 2007. | * რ. დაუშვილი, ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში, თბ., 2007. | ||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
17:41, 18 აპრილი 2019-ის ვერსია
საბახტარაშვილი კონსტანტინე ბეჟანის ძე (21.VII.1884, ფოთი - 21.VII.1938, პარიზი) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, დიპლომატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი იტალიაში.
ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფე იყო, როცა რევოლუციურ მოძრაობას შეუერთდა. სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ 1905, მოსკოვის შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის გამო, იძულებული გახდა მოსკოვი მიეტოვებინა და ფოთში დაბრუნებულიყო. აქ განაგრძო რევოლუციური საქმიანობა, როგორც სოციალ-დემოკრატმა. მოსკოვიდან მოსული ბრძანების თანახმად, ის უნდა დაეპატიმრებინათ, თუმცა მიმალვა მოასწო და საზღვარგარეთ - ჟენევაში გაემგზავრა, სადაც იურიდიული მეცნიერების შესწავლა განაგრძო და უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. ჟენევაში იგი ემიგრანტების სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფს შეუერთდა.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ფოთში დაბინავდა, სადაც რევოლუციურ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდიდან კ. საბახტარაშვილი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, ხან ხალხის მიერ იყო არჩეული, ხანაც მთავრობის მიერ დანიშნული: იყო ქალაქ ბათუმის განახლებული თვითმმართველობის პირველი ქალაქის თავი. როდესაც ფრონტიდან გამოქცეული, გაბოლშევიკებული რუსის ჯარი ქალაქს არბევდა, შემდეგ კი ბათუმი დროებით გამარჯვებულმა ოსმალეთის ჯარმა დაიკავა, კ. საბახტარაშვილს თავი ღირსეულად ეჭირა; თავგამოდებით ზრუნავდა ბათუმის მცხოვრებთა ფიზიკური გადარჩენისთვის. ამ პოსტზე დიდი ღირსებით გამოირჩეოდა და ადგილობრივ მცხოვრებთა სათანადო პატივისცემაც დაიმსახურა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მშენებლობას აქტიურად შეუდგა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918 იყო ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი მცირე ხნით, ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში იტალიაში წარგზავნილ განსაკუთრებულ მისიას ხელმძღვანელობდა, რომლის მუშაობამ, იტალიისა და საქართველოს ეკონომიკურ დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
ბოლშევიკური რუსეთის ჯარის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ უცხოეთში გაიხიზნა და იქ განაგრძო პოლიტიკური მოღვაწეობა. შედიოდა ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით პარიზში შექმნილ ცენტრალური საპროპაგანდო-სააგიტაციო კომისიის შემადგენლობაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასავლეთის სახელმწიფოების დაინტერესება. 1921 წლის 6-9 ივნისს, ს. მდივანთან ერთად, ერთა ლიგის საზოგადოების მე-5 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა. კონგრესმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ერთა ლიგის საბჭოსა და საერთო ყრილობისგან მოითხოვდა, მიეღოთ საჭირო ზომები, რათა პრინციპი ხალხთა თვითგამორკვევის უფლებისა საქართველოზეც გავრცელებულიყო. 1932 წელს ქრონიკული მენინგიტით დაავადდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ხან პარიზის საავადმყოფოებში იწვა, ხან სოფელ ლევილში, თავის ბინაზე. გარდაიცვალა პარიზში.
- ლელა სარალიძე
ლიტერატურა
- ჟურ. „ბრძოლის ხმა“, პარიზი, 1938 №5 (84);
- გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. II, თბ., 2001;
- ლ. სარალიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები დასავლეთ ევროპაში 1918-1921 წწ., დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1994;
- რ. დაუშვილი, ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში, თბ., 2007.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი