ბუზიაშვილი აბრაამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. | სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. | ||
− | + | ||
+ | '''''ირაკლი ირემაძე''''' | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== |
მიმდინარე ცვლილება 17:02, 17 მარტი 2022 მდგომარეობით
ბუზიაშვილი აბრაამ - (1888, ქუთაისი - ?) - ქართველი ებრაელი. სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.
დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო. ეწეოდა სამრეწველო საქმიანობას. ადრეული ასაკიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1918 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ ქართველ-ისრაელელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. იყო პარლამენტის საფინანსო კომისიის წევრი.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.
ირაკლი ირემაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი