გაბაშვილი ვასილ
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
'''გაბაშვილი ვასილ დავითის ძე''' - (30.III.1853 - 17.III. 1933) - [[გენერალი]]. | '''გაბაშვილი ვასილ დავითის ძე''' - (30.III.1853 - 17.III. 1933) - [[გენერალი]]. | ||
+ | ====განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები==== | ||
თავდაპირველი განათლება მიიღო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. შემდეგ დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. პრაპორშჩიკი (1875). [[რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-78|1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომი]]ს მონაწილე. პოდპორუჩიკი (1877). პორუჩიკი (1878). მონაწილეობდა რუსეთის [[არმია|არმიის]] [[ლაშქრობა|ლაშქრობაში]] შუა [[აზია|აზიაში]] (1879-1885). შტაბსკაპიტანი (1881). [[კაპიტანი]] (1888, წარჩინებისთვის). პოდპოლკოვნიკი (1895, წარჩინებისთვის). [[პოლკოვნიკი]] (1901). 1901 წლდან [[ბატალიონი|ბატალიონის]] [[მეთაური|მეთაურია]], 1904-1908 | თავდაპირველი განათლება მიიღო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. შემდეგ დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. პრაპორშჩიკი (1875). [[რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-78|1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომი]]ს მონაწილე. პოდპორუჩიკი (1877). პორუჩიკი (1878). მონაწილეობდა რუსეთის [[არმია|არმიის]] [[ლაშქრობა|ლაშქრობაში]] შუა [[აზია|აზიაში]] (1879-1885). შტაბსკაპიტანი (1881). [[კაპიტანი]] (1888, წარჩინებისთვის). პოდპოლკოვნიკი (1895, წარჩინებისთვის). [[პოლკოვნიკი]] (1901). 1901 წლდან [[ბატალიონი|ბატალიონის]] [[მეთაური|მეთაურია]], 1904-1908 | ||
წლებში - ქვეითთა 79-ე [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკის]] მეთაური. 1908 მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. | წლებში - ქვეითთა 79-ე [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკის]] მეთაური. 1908 მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. | ||
ხაზი 12: | ხაზი 13: | ||
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის ხმლებით, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. ანას 1-ლი ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის. დაჯილდოებული იყო იარაღით. | დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის ხმლებით, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. ანას 1-ლი ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის. დაჯილდოებული იყო იარაღით. | ||
− | 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებულ ძალებში]]. 1918 იყო ქართული საარმიო კორპუსის უფროსი. 1919 შეიმუშავა ქართული არმიის რეორგანიზაციის პროექტი. 1921 წლდან თადარიგშია. ცხოვრობდაბთბილისში. | + | 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებულ ძალებში]]. 1918 წელს იყო ქართული საარმიო კორპუსის უფროსი. 1919 წელს შეიმუშავა [[რეგულარული არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში|ქართული არმიის]] რეორგანიზაციის პროექტი. 1921 წლდან თადარიგშია. ცხოვრობდაბთბილისში. |
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''მიხეილ ბახტაძე''''' | :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''მიხეილ ბახტაძე''''' | ||
12:01, 15 მარტი 2019-ის ვერსია
გაბაშვილი ვასილ დავითის ძე - (30.III.1853 - 17.III. 1933) - გენერალი.
სარჩევი |
განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები
თავდაპირველი განათლება მიიღო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. შემდეგ დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. პრაპორშჩიკი (1875). 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე. პოდპორუჩიკი (1877). პორუჩიკი (1878). მონაწილეობდა რუსეთის არმიის ლაშქრობაში შუა აზიაში (1879-1885). შტაბსკაპიტანი (1881). კაპიტანი (1888, წარჩინებისთვის). პოდპოლკოვნიკი (1895, წარჩინებისთვის). პოლკოვნიკი (1901). 1901 წლდან ბატალიონის მეთაურია, 1904-1908 წლებში - ქვეითთა 79-ე პოლკის მეთაური. 1908 მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
1909-1912 წლებში სპარსეთის ლაშქრობის მონაწილეა. 1909 სპარსეთში მეთაურობდა ყაზვინის რაზმს. 1913 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება და გავიდა თადარიგში, თუმცა I მსოფლიო ომის დაწყების გამო კვლავ დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს და დაინიშნა კავკასიის მე-3 მსროლელი ბრიგადის მეთაურად. 1915-1916 წლებში კავკასიის გრენადერთა დივიზიის მეთაურია.
1916-1917 წლებში იყო თბილისის სამხედრო კომენდანტი. 1917 წლის ბოლოს დაინიშნა ქართული საარმიო კორპუსის უფროსად.
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის ხმლებით, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. ანას 1-ლი ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის. დაჯილდოებული იყო იარაღით.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 წელს იყო ქართული საარმიო კორპუსის უფროსი. 1919 წელს შეიმუშავა ქართული არმიის რეორგანიზაციის პროექტი. 1921 წლდან თადარიგშია. ცხოვრობდაბთბილისში.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015;
- Русская армия в Великой войне http://www. grwar. ru/;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი