დანაიდები
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
'''დანაიდები''' – ''(ბერძნ.)'' მეფე [[დანაოსი]]ს 50 ასული. | '''დანაიდები''' – ''(ბერძნ.)'' მეფე [[დანაოსი]]ს 50 ასული. | ||
| − | მეფე დანაოსს ტყუპისცალი ჰყავდა, [[ეგვიპტოსი]]. მათმა მამამ, ბელოსმა, ვაჟებს სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამკვიდრო. დანაოსს ლიბია ერგო, ეგვიპტოსს – მის აღმოსავლეთით მდებარე მიწები. მამის გარდაცვალების შემდეგ ძმები მაინც აეშალნენ ერთმანეთს მემკვიდრეობის გამო. ბოლოს ეგვიპტოსმა ძმასთან შერიგება სცადა: მას ორმოცდაათი ვაჟი ჰყავდა, დანაოსს – ამდენივე ქალიშვილი. ეგვიპტოსმა, დამოყვრების მიზნით, მათი შეუღლება შესთავაზა ძმას. დანაოსი არ ენდობოდა მას და ეს წინადადება უარყო. იგი ქალიშვილებთან ერთად გასცილდა იქაურობას და ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდით, რომელიც მან [[ათენა]]ს დახმარებით ააგო, არგოლისის ნაპირებს მიადგა. არგოლისი დანაოსის დედაწინაპრის, [[იო]]ს სამშობლო იყო. ამიტომ იგი კეთილად მიიღეს არგოსელებმა და სამეფო | + | მეფე დანაოსს ტყუპისცალი ჰყავდა, [[ეგვიპტოსი]]. მათმა მამამ, ბელოსმა, ვაჟებს სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამკვიდრო. დანაოსს ლიბია ერგო, ეგვიპტოსს – მის აღმოსავლეთით მდებარე მიწები. მამის გარდაცვალების შემდეგ ძმები მაინც აეშალნენ ერთმანეთს მემკვიდრეობის გამო. ბოლოს ეგვიპტოსმა ძმასთან შერიგება სცადა: მას ორმოცდაათი ვაჟი ჰყავდა, დანაოსს – ამდენივე ქალიშვილი. ეგვიპტოსმა, დამოყვრების მიზნით, მათი შეუღლება შესთავაზა ძმას. დანაოსი არ ენდობოდა მას და ეს წინადადება უარყო. იგი ქალიშვილებთან ერთად გასცილდა იქაურობას და ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდით, რომელიც მან [[ათენა]]ს დახმარებით ააგო, არგოლისის ნაპირებს მიადგა. არგოლისი დანაოსის დედაწინაპრის, [[იო]]ს სამშობლო იყო. ამიტომ იგი კეთილად მიიღეს არგოსელებმა და სამეფო სკიპტრაც უბოძეს. სამართლიანი მეფე იყო დანაოსი, მან ხალხს ბევრი რამ ასწავლა, მათ შორის ჭების ამოთხრა და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. მაგრამ მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ დასცალდა. |
მალე ეგვიპტოსის ვაჟები შემოიჭრნენ არგოლისში და აიძულეს დანაოსი გადაეხადა დიდი ქორწილი. თუმცა დანაოსს სხვა განზრახვა ჩაედო გულში: ქორწილის ღამეს მან თავის ქალიშვილებს თითო-თითო [[ხანჯალი]] ჩამოურიგა და საქმროების მოკვლა უბრძანა. | მალე ეგვიპტოსის ვაჟები შემოიჭრნენ არგოლისში და აიძულეს დანაოსი გადაეხადა დიდი ქორწილი. თუმცა დანაოსს სხვა განზრახვა ჩაედო გულში: ქორწილის ღამეს მან თავის ქალიშვილებს თითო-თითო [[ხანჯალი]] ჩამოურიგა და საქმროების მოკვლა უბრძანა. | ||
| − | [[ჰიპერმნესტრა]]ს გარდა ყველა დანაიდამ აღასრულა მამის სურვილი. ჰიპერმნესტრამ კი თავისი საქმრო [[ლინკევსი]] სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა, რადგან უყვარდა. მან იგი | + | [[ჰიპერმნესტრა]]ს გარდა ყველა დანაიდამ აღასრულა მამის სურვილი. [[ჰიპერმნესტრა|ჰიპერმნესტრამ]] კი თავისი საქმრო [[ლინკევსი]] სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა, რადგან უყვარდა. მან იგი არგოსიდან ჩუმად გააპარა, რითაც სიცოცხლე შეუნარჩუნა. |
დანაოსის ბრძანებით, ჰიპერმნესტრა დილეგში ჩააგდეს და, ალბათ, სასიკვდილო განაჩენსაც გამოუტანდნენ, სიყვარულის ქალღმერთ [[აფროდიტე]]ს რომ არ გადაერჩინა. | დანაოსის ბრძანებით, ჰიპერმნესტრა დილეგში ჩააგდეს და, ალბათ, სასიკვდილო განაჩენსაც გამოუტანდნენ, სიყვარულის ქალღმერთ [[აფროდიტე]]ს რომ არ გადაერჩინა. | ||
| ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:ფრთიანი გამონათქვამები]] | ||
14:49, 28 ნოემბერი 2016-ის ვერსია
დანაიდები – (ბერძნ.) მეფე დანაოსის 50 ასული.
მეფე დანაოსს ტყუპისცალი ჰყავდა, ეგვიპტოსი. მათმა მამამ, ბელოსმა, ვაჟებს სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამკვიდრო. დანაოსს ლიბია ერგო, ეგვიპტოსს – მის აღმოსავლეთით მდებარე მიწები. მამის გარდაცვალების შემდეგ ძმები მაინც აეშალნენ ერთმანეთს მემკვიდრეობის გამო. ბოლოს ეგვიპტოსმა ძმასთან შერიგება სცადა: მას ორმოცდაათი ვაჟი ჰყავდა, დანაოსს – ამდენივე ქალიშვილი. ეგვიპტოსმა, დამოყვრების მიზნით, მათი შეუღლება შესთავაზა ძმას. დანაოსი არ ენდობოდა მას და ეს წინადადება უარყო. იგი ქალიშვილებთან ერთად გასცილდა იქაურობას და ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდით, რომელიც მან ათენას დახმარებით ააგო, არგოლისის ნაპირებს მიადგა. არგოლისი დანაოსის დედაწინაპრის, იოს სამშობლო იყო. ამიტომ იგი კეთილად მიიღეს არგოსელებმა და სამეფო სკიპტრაც უბოძეს. სამართლიანი მეფე იყო დანაოსი, მან ხალხს ბევრი რამ ასწავლა, მათ შორის ჭების ამოთხრა და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. მაგრამ მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ დასცალდა.
მალე ეგვიპტოსის ვაჟები შემოიჭრნენ არგოლისში და აიძულეს დანაოსი გადაეხადა დიდი ქორწილი. თუმცა დანაოსს სხვა განზრახვა ჩაედო გულში: ქორწილის ღამეს მან თავის ქალიშვილებს თითო-თითო ხანჯალი ჩამოურიგა და საქმროების მოკვლა უბრძანა.
ჰიპერმნესტრას გარდა ყველა დანაიდამ აღასრულა მამის სურვილი. ჰიპერმნესტრამ კი თავისი საქმრო ლინკევსი სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა, რადგან უყვარდა. მან იგი არგოსიდან ჩუმად გააპარა, რითაც სიცოცხლე შეუნარჩუნა.
დანაოსის ბრძანებით, ჰიპერმნესტრა დილეგში ჩააგდეს და, ალბათ, სასიკვდილო განაჩენსაც გამოუტანდნენ, სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს რომ არ გადაერჩინა.
მართალია, ზევსის ბრძანებით დანაიდები ათენამ და ჰერმესმა ცოდვებისაგან განწმინდეს, მაგრამ ლინკევსმა იძია შური: მან დანაოსი და მისი ქალიშვილები, ჰიპერმნესტრას გარდა, სიცოცხლეს გამოასალმა და არგოსში თავად გამეფდა. ხოლო ჰადესში მოხვედრილი დანაიდები ისჯებიან შეცოდებისთვის: ისინი გამუდმებით ავსებენ პირთამდე იმ კასრს, რომელსაც ძირი აქვს გავარდნილი.
სწორედ ეს მითოსი დაედო საფუძვლად ფრთიან გამოთქმას: „დანაიდების კასრის ავსება“, რაც უსარგებლო, დაუსრულებელი და მომაბეზრებელი საქმის კეთებას ნიშნავს.