მოსეშვილი ვარლამ
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
:::::::::::::::::::::::::::::::'''''მანანა ლილუაშვილი''''' | :::::::::::::::::::::::::::::::'''''მანანა ლილუაშვილი''''' | ||
| + | |||
| + | ==იხილე აგრეთვე== | ||
| + | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014211/ ბიოგრაფიული ლექსიკონი] | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
12:41, 15 აპრილი 2019-ის ვერსია
მოსეშვილი ვარლამ პავლეს ძე (1871, სოფ. გუბი - 1943, თბილისი) - ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
1898 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1910-1911 წლებში მივლინებული იყო პარიზში.
1918 აირჩიეს ხარკოვის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის პროფესორად. 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ქართული უნივერსიტეტის პროფესორად მოიწვია. 1918-1919 წლებში ასრულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას. 1920 წელს არჩეულ იქნა ფარმაციის კათედრის გამგედ, ხოლო მოგვიანებით სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად.
1930-1943 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრას. ვ. მოსეშვილი იკვლევდა სანარკოზო ნივთიერებების მოქმედებას, მცენარეული წარმოშობის სამკურნალო ნივთიერებების გავლენას გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემებზე და სხვა. დაწერა ზოგადი ფარმაკოლოგიის სახელმძღვანელო,თბ., 1938.
- მანანა ლილუაშვილი
იხილე აგრეთვე
ლიტერატურა
- ქსე, ტ. VII, თბ., 1984;
- ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი