ნუცუბიძე ილია
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[კატეგორია: საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | [[კატეგორია: საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | ||
[[კატეგორია: საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | [[კატეგორია: საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
| + | [[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
[[კატეგორია: ნუცუბიძეები]] | [[კატეგორია: ნუცუბიძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:33, 8 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
ნუცუბიძე ილია - (1883, სოფ, ფარცხანაყანევი - ?) - დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში. იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. 1907 და 1909 წლებში ორჯერ დააპატიმრეს.
იყო 1918 წლის მაისში შექმნილი საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. შედიოდა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ „შრომის“ სარედაქციო კოლეგიაში. 1918 წელს შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. 1919 წლის არჩევნების შედეგად აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად და შედიოდა ესერთა პარტიის ხუთკაციან ფრაქციაში.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, ცხოვრობდა საფრანგეთში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
- დიმიტრი შველიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
რ. გრძელიძე, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორია (1910-1924, თბ., 1998.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი