სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა''' - [[სომხეთი]], როგორც [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] ნაწილი, 1917 წლის ნოემბრიდან, ფაქტობრივად, ჩამოშორდა რუსეთის | + | '''სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა''' - [[სომხეთი]], როგორც [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] ნაწილი, 1917 წლის ნოემბრიდან, ფაქტობრივად, ჩამოშორდა [[რუსეთის იმპერია]]ს, ჯერ [[ამიერკავკასიის კომისარიატი|ამიერკავკასიის კომისარიატს,]] შემდეგ კი [[ამიერკავკასიის სეიმი|ამიერკავკასიის სეიმსა]] და მთავრობას დაექვემდებარა. 1918 წლის [[ბრესტის ზავი|ბრესტ-ლიტოვსკის ზავი]] მძიმე აღმოჩნდა ამიერკავკასიისათვის, თუმცა განსაკუთრებით მძიმე იყო სომხეთისათვის, რომელიც კარგავდა დასავლეთ ნაწილს. [[სომხეთი|სომხეთის]] მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ ამიერკავკასიის შიგნით, ფაქტობრივად, [[გამოუცხადებელი ომი]]ს მდგომარეობაში იმყოფებოდა [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანთან]]. |
სომხეთმა 1918 წლის აპრილში, როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა, [[საქართველო|საქართველოსა]] და აზერბაიჯანთან ერთად მონაწილეობა მიიღო | სომხეთმა 1918 წლის აპრილში, როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა, [[საქართველო|საქართველოსა]] და აზერბაიჯანთან ერთად მონაწილეობა მიიღო | ||
[[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის]] შექმნაში. განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ვექტორებისა და შიდა დაპირისპირების არსებობის პირობებში ამიერკავკასიის რესპუბლიკამ მხოლოდ 35 დღე იარსება და საბოლოოდ 1918 წლის 26 მაისსს დაიშალა. 1918 წლის 28 მაისს სომხეთის ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა [[თბილისი|თბილისში]] გამოაცხადა. დამოუკიდებელი სომხეთის მთავრობის ფორმირება სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხური რევოლუციური ფედერაციის - [[დაშნაკცუთიუნი|დაშნაკცუთიუნის]] პარტიის ლიდერს, ჰოვანეს კაჩაზნუნს, დაავალა. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 1918 წლის 17 ივლისამდე თბილისში ფუნქციონირებდა და მხოლოდ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის]] მოწოდების შემდეგ დატოვა საქართველოს დედაქალაქი. | [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის]] შექმნაში. განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ვექტორებისა და შიდა დაპირისპირების არსებობის პირობებში ამიერკავკასიის რესპუბლიკამ მხოლოდ 35 დღე იარსება და საბოლოოდ 1918 წლის 26 მაისსს დაიშალა. 1918 წლის 28 მაისს სომხეთის ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა [[თბილისი|თბილისში]] გამოაცხადა. დამოუკიდებელი სომხეთის მთავრობის ფორმირება სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხური რევოლუციური ფედერაციის - [[დაშნაკცუთიუნი|დაშნაკცუთიუნის]] პარტიის ლიდერს, ჰოვანეს კაჩაზნუნს, დაავალა. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 1918 წლის 17 ივლისამდე თბილისში ფუნქციონირებდა და მხოლოდ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის]] მოწოდების შემდეგ დატოვა საქართველოს დედაქალაქი. | ||
| − | დამოუკიდებელი სომხეთის მმართველობის ფორმა საპარლამენტო რესპუბლიკა იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია ეროვნულმა საბჭომ იტვირთა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ 15 წევრისგან შედგებოდა. ეროვნულ საბჭოში დაშნაკცუითუნის პარტია დომინირებდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში სომხეთის რესპუბლიკა კატასტროფის წინაშე იდგა, ოსმალეთის იმპერიის არმიის შემოტევების შედეგად, | + | ====დამოუკიდებელი სახელმწიფო==== |
| − | ფაქტობრივად, ახლად გამოცხადებული სახელმწიფოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აღმოჩნდა, მხოლოდ ჩრდილოეთის ოლქებში ათი ათას კვადრატულ კილომეტრზე შეინარჩუნა მთავრობამ კონტროლი. ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციების წარუმატებლად დასრულების შემდეგ სომხეთის რესპუბლიკა სრულ ჩიხში იყო მოქცეული. სომხეთის მთავარი პრობლემა, ოსმალთა იმპერიის შემოტევების გარდა, ლტოლვილთა კრიზისი იყო. ოსმალეთის იმპერიაში ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების დევნის შედეგად ამიერკავკასიაში ნახევარ მილიონზე მეტი | + | დამოუკიდებელი სომხეთის მმართველობის ფორმა საპარლამენტო რესპუბლიკა იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია ეროვნულმა საბჭომ იტვირთა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ 15 წევრისგან შედგებოდა. ეროვნულ საბჭოში დაშნაკცუითუნის პარტია დომინირებდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში სომხეთის რესპუბლიკა [[კატასტროფა|კატასტროფის]] წინაშე იდგა, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] [[არმია|არმიის]] შემოტევების შედეგად, ფაქტობრივად, ახლად გამოცხადებული სახელმწიფოს ტერიტორიის დიდი ნაწილი [[ოკუპაცია|ოკუპირებული]] აღმოჩნდა, მხოლოდ ჩრდილოეთის ოლქებში ათი ათას კვადრატულ კილომეტრზე შეინარჩუნა მთავრობამ კონტროლი. ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციების წარუმატებლად დასრულების შემდეგ სომხეთის რესპუბლიკა სრულ ჩიხში იყო მოქცეული. სომხეთის მთავარი პრობლემა, ოსმალთა იმპერიის შემოტევების გარდა, [[ლტოლვილი|ლტოლვილთა]] კრიზისი იყო. ოსმალეთის იმპერიაში ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების დევნის შედეგად ამიერკავკასიაში ნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილი შემოვიდა, მათგან 350 000 სწორედ სომხეთის რესპუბლიკაში. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დასრულებამდე სომხეთის მდგომარეობა უმძიმესი იყო. |
| − | + | ||
| + | ====სომხეთ-საქართველოს ომი==== | ||
პირველ მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვების შემდეგ სომხეთისადმი, როგორც ოტომანთა იმპერიის მიერ ყველაზე მეტად ჩაგრული ერისადმი, დასავლეთის სახელმწიფოებში არმენოფილური მისწრაფებები დომინირებდა, რაც 1918 წლის ოქტომბერში მუდროსის [[ზავი|ზავის]] პირობებშიც აისახა. მოკავშირეთა სახელმწიფოები სომხეთს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარანტიებს ჰპირდებოდნენ. 1918 წლის ბოლოს სომხეთში მოქმედება დაიწყო ამერიკულმა ხსნის კომიტეტმა, რომელიც სომხეთისა და სომეხი დევნილების სურსათით უზრუნველყოფას ცდილობდა, თუმცა კონსტანტინეპოლის სრუტეებზე და შავ ზღვაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო ეფექტური მომარაგების სისტემის შექმნა ჭიანურდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს დასავლეთის | პირველ მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვების შემდეგ სომხეთისადმი, როგორც ოტომანთა იმპერიის მიერ ყველაზე მეტად ჩაგრული ერისადმი, დასავლეთის სახელმწიფოებში არმენოფილური მისწრაფებები დომინირებდა, რაც 1918 წლის ოქტომბერში მუდროსის [[ზავი|ზავის]] პირობებშიც აისახა. მოკავშირეთა სახელმწიფოები სომხეთს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარანტიებს ჰპირდებოდნენ. 1918 წლის ბოლოს სომხეთში მოქმედება დაიწყო ამერიკულმა ხსნის კომიტეტმა, რომელიც სომხეთისა და სომეხი დევნილების სურსათით უზრუნველყოფას ცდილობდა, თუმცა კონსტანტინეპოლის სრუტეებზე და შავ ზღვაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო ეფექტური მომარაგების სისტემის შექმნა ჭიანურდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს დასავლეთის | ||
| − | დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ვერაფრით ალაგებდა ურთიერთობებს უშუალო მეზობლებთან. 1918 წლის დეკემბერში ახალციხის, ახალქალაქისა და ლორეს მაზრების მოთხოვნით სომხეთი მოულოდნელად თავს დაესხა საქართველოს რესპუბლიკას, თუმცა ერთთვიანი [[ბრძოლა|ბრძოლების]] შემდეგ, ფაქტობრივად, მარცხი განიცადა. მხოლოდ ბრიტანელთა ჩარევის შედეგად შეძლო [[კონტრშეტევა|კონტრშეტევაზე]] გადასული საქართველოს [[შეიარაღებული ძალები]]ს შეჩერება | + | დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ვერაფრით ალაგებდა ურთიერთობებს უშუალო მეზობლებთან. 1918 წლის დეკემბერში ახალციხის, ახალქალაქისა და ლორეს მაზრების მოთხოვნით სომხეთი მოულოდნელად თავს დაესხა საქართველოს რესპუბლიკას, თუმცა ერთთვიანი [[ბრძოლა|ბრძოლების]] შემდეგ, ფაქტობრივად, მარცხი განიცადა. მხოლოდ ბრიტანელთა ჩარევის შედეგად შეძლო [[კონტრშეტევა|კონტრშეტევაზე]] გადასული საქართველოს [[შეიარაღებული ძალები]]ს შეჩერება. |
| + | ====სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი==== | ||
| + | სომხეთი, 1905 ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების გამო, 1917 წლდან მუდმივი სამხედრო დაპირისპირების მდგომარეობაში იყო აზერბაიჯანთან. 1918 წლის 30 მარტს ჯერ კიდევ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფ ორ სუბიექტს შორის ომი გაჩაღდა. ძირითადი საბძოლო მოქმედებები ნახიჩევანში, ყარაბაღსა და ზანგეზურში მიმდინარეობდა. სომხურ არმიას გენერალი დრო ხელმძღვანელობდა. | ||
| + | |||
| + | ====სომხეთის მთავრობა==== | ||
1919 წლის იანვარში სომხეთში პირველი უმაღლესი სასწავლებელი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა. 1919 წლის მაისში რესპუბლიკის მთავრობის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჰ. კაჩაზნუნი ასევე დაშნაკმა, თბილისის ყოფილმა მერმა, ალექსანდრე ხატისოვმა ჩაანაცვლა. 1919 წლის 21-23 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში პარლამენტის პირველი საყოველთაო არჩევნები ჩატარდა. 80-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 72 ადგილი დაშნაკცუითუნის პარტიამ მოიპოვა. 1919 [[პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1919-20|პარიზში მიმდინარე სამშვიდობო კონფერენციაზე]] სომხეთის რესპუბლიკა დიდი იმედებითა და გეგმებით წარსდგა. სომხურ დელეგაციას პარიზში პარლამენტის თავმჯდომარე, დაშნაკი ავეტის აჰარონიანი ხელმძღვანელობდა. საერთაშორისო არენაზე სომხეთს განსაკუთრებით დიდ მხარდაჭერას უცხადებდა [[აშშ]]-ის პრეზიდენტი ვუდრო იულსონი. | 1919 წლის იანვარში სომხეთში პირველი უმაღლესი სასწავლებელი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა. 1919 წლის მაისში რესპუბლიკის მთავრობის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჰ. კაჩაზნუნი ასევე დაშნაკმა, თბილისის ყოფილმა მერმა, ალექსანდრე ხატისოვმა ჩაანაცვლა. 1919 წლის 21-23 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში პარლამენტის პირველი საყოველთაო არჩევნები ჩატარდა. 80-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 72 ადგილი დაშნაკცუითუნის პარტიამ მოიპოვა. 1919 [[პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1919-20|პარიზში მიმდინარე სამშვიდობო კონფერენციაზე]] სომხეთის რესპუბლიკა დიდი იმედებითა და გეგმებით წარსდგა. სომხურ დელეგაციას პარიზში პარლამენტის თავმჯდომარე, დაშნაკი ავეტის აჰარონიანი ხელმძღვანელობდა. საერთაშორისო არენაზე სომხეთს განსაკუთრებით დიდ მხარდაჭერას უცხადებდა [[აშშ]]-ის პრეზიდენტი ვუდრო იულსონი. | ||
1920 წლის მაისში სომხეთში მთავრობის შემადგენლობა კიდევ ერთხელ შეიცვალა. პრემიერ-მინისტრის პოსტი დაშნაკმა ჰამო ოჰანჯანიანმა დაიკავა. პარიზის სამშვიდობო კონფერენციამ, საბოლოოდ სომხეთის მოთხოვნებისა და მოლოდინების ნაწილი 1920 წლის 10 აგვისტოს სევრის ხელშეკრულებაში აისახა, რომლითაც სომხეთის მომავალი სახელმწიფოს ტერიტორია 160 000-ზე კმ. კვ.-ით განისაზღვრა. თუმცა დასავლეთის სახელმწიფოებმა სომხეთი ეკონომიკური, სამხედრო და | 1920 წლის მაისში სომხეთში მთავრობის შემადგენლობა კიდევ ერთხელ შეიცვალა. პრემიერ-მინისტრის პოსტი დაშნაკმა ჰამო ოჰანჯანიანმა დაიკავა. პარიზის სამშვიდობო კონფერენციამ, საბოლოოდ სომხეთის მოთხოვნებისა და მოლოდინების ნაწილი 1920 წლის 10 აგვისტოს სევრის ხელშეკრულებაში აისახა, რომლითაც სომხეთის მომავალი სახელმწიფოს ტერიტორია 160 000-ზე კმ. კვ.-ით განისაზღვრა. თუმცა დასავლეთის სახელმწიფოებმა სომხეთი ეკონომიკური, სამხედრო და | ||
| − | პოლიტიკური დახმარებით არ უზრუნველყო. 1920 წლის სექტემბერში ახალფეხადგმულმა თურქული რესპუბლიკური მოძრაობის შეიარაღებულმა ძალებმა, [[გენერალი|გენერალ]] კაიზიმ კარაბექირის მეთაურობით, სომხეთის რესპუბლიკას შეუტია, [[თურქეთი|თურქეთმა]] უარი თქვა სევრის ხელშეკრულებაზე და სომხეთის რესპუბლიკის დიდი ნაწილი დაიკავა. 1920 წლის ნოემბერში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, სომხეთის მთავრობის მეთაურობიდან გადადგა ოჰანჯანიანი და პრემიერ-მინისტრის პოსტი დაშნაკმა, სიმონ ვრასტიანმა, დაიკავა. 1920 წლის 29 ნოემბერს საბჭოთა აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკას თავს XI წითელი არმია დაესხა, 2 დეკემბერს კი წითელმა არმიამ ერევანი დაიკავა. ახალ საბჭოთა მთავრობაში დაშნაკთა პარტიის წევრებიც შევიდნენ. 1921 წლის დასაწყისში სომხური რესპუბლიკური ძალების ანტისაბჭოთა [[აჯანყება|აჯანყების]] შედეგად ერევანი დროებით განთავისუფლდა საბჭოთა | + | პოლიტიკური დახმარებით არ უზრუნველყო. |
| − | რეჟიმისაგან, თუმცა საქართველოში სამხედრო [[ოპერაცია (სამხედრო ტერმინი)|ოპერაციის]] დასრულების შემდეგ [[წითელი არმია|წითელი არმიის]] ნაწილებმა სომეხი აჯანყებულები დაამარცხეს. | + | |
| + | 1920 წლის სექტემბერში ახალფეხადგმულმა თურქული რესპუბლიკური მოძრაობის შეიარაღებულმა ძალებმა, [[გენერალი|გენერალ]] კაიზიმ კარაბექირის მეთაურობით, სომხეთის რესპუბლიკას შეუტია, [[თურქეთი|თურქეთმა]] უარი თქვა სევრის ხელშეკრულებაზე და სომხეთის რესპუბლიკის დიდი ნაწილი დაიკავა. 1920 წლის ნოემბერში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, სომხეთის მთავრობის მეთაურობიდან გადადგა ოჰანჯანიანი და პრემიერ-მინისტრის პოსტი დაშნაკმა, სიმონ ვრასტიანმა, დაიკავა. | ||
| + | |||
| + | 1920 წლის 29 ნოემბერს საბჭოთა აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკას თავს XI [[წითელი არმია]] დაესხა, 2 დეკემბერს კი წითელმა არმიამ ერევანი დაიკავა. ახალ საბჭოთა მთავრობაში დაშნაკთა პარტიის წევრებიც შევიდნენ. 1921 წლის დასაწყისში სომხური რესპუბლიკური ძალების ანტისაბჭოთა [[აჯანყება|აჯანყების]] შედეგად ერევანი დროებით განთავისუფლდა საბჭოთა რეჟიმისაგან, თუმცა საქართველოში სამხედრო [[ოპერაცია (სამხედრო ტერმინი)|ოპერაციის]] დასრულების შემდეგ [[წითელი არმია|წითელი არმიის]] ნაწილებმა სომეხი აჯანყებულები დაამარცხეს. | ||
:::::::::::::::::::::::::::::'''''ირაკლი ირემაძე''''' | :::::::::::::::::::::::::::::'''''ირაკლი ირემაძე''''' | ||
| ხაზი 28: | ხაზი 35: | ||
[[კატეგორია: ისტორიული სახელმწიფოები]] | [[კატეგორია: ისტორიული სახელმწიფოები]] | ||
| − | + | [[კატეგორია:სომხეთის ისტორია]] | |
მიმდინარე ცვლილება 12:36, 3 მაისი 2019 მდგომარეობით
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა - სომხეთი, როგორც ამიერკავკასიის ნაწილი, 1917 წლის ნოემბრიდან, ფაქტობრივად, ჩამოშორდა რუსეთის იმპერიას, ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატს, შემდეგ კი ამიერკავკასიის სეიმსა და მთავრობას დაექვემდებარა. 1918 წლის ბრესტ-ლიტოვსკის ზავი მძიმე აღმოჩნდა ამიერკავკასიისათვის, თუმცა განსაკუთრებით მძიმე იყო სომხეთისათვის, რომელიც კარგავდა დასავლეთ ნაწილს. სომხეთის მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ ამიერკავკასიის შიგნით, ფაქტობრივად, გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა აზერბაიჯანთან.
სომხეთმა 1918 წლის აპრილში, როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა, საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნაში. განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ვექტორებისა და შიდა დაპირისპირების არსებობის პირობებში ამიერკავკასიის რესპუბლიკამ მხოლოდ 35 დღე იარსება და საბოლოოდ 1918 წლის 26 მაისსს დაიშალა. 1918 წლის 28 მაისს სომხეთის ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა თბილისში გამოაცხადა. დამოუკიდებელი სომხეთის მთავრობის ფორმირება სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხური რევოლუციური ფედერაციის - დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერს, ჰოვანეს კაჩაზნუნს, დაავალა. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 1918 წლის 17 ივლისამდე თბილისში ფუნქციონირებდა და მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოწოდების შემდეგ დატოვა საქართველოს დედაქალაქი.
სარჩევი |
[რედაქტირება] დამოუკიდებელი სახელმწიფო
დამოუკიდებელი სომხეთის მმართველობის ფორმა საპარლამენტო რესპუბლიკა იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია ეროვნულმა საბჭომ იტვირთა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ 15 წევრისგან შედგებოდა. ეროვნულ საბჭოში დაშნაკცუითუნის პარტია დომინირებდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში სომხეთის რესპუბლიკა კატასტროფის წინაშე იდგა, ოსმალეთის იმპერიის არმიის შემოტევების შედეგად, ფაქტობრივად, ახლად გამოცხადებული სახელმწიფოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აღმოჩნდა, მხოლოდ ჩრდილოეთის ოლქებში ათი ათას კვადრატულ კილომეტრზე შეინარჩუნა მთავრობამ კონტროლი. ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციების წარუმატებლად დასრულების შემდეგ სომხეთის რესპუბლიკა სრულ ჩიხში იყო მოქცეული. სომხეთის მთავარი პრობლემა, ოსმალთა იმპერიის შემოტევების გარდა, ლტოლვილთა კრიზისი იყო. ოსმალეთის იმპერიაში ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების დევნის შედეგად ამიერკავკასიაში ნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილი შემოვიდა, მათგან 350 000 სწორედ სომხეთის რესპუბლიკაში. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე სომხეთის მდგომარეობა უმძიმესი იყო.
[რედაქტირება] სომხეთ-საქართველოს ომი
პირველ მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვების შემდეგ სომხეთისადმი, როგორც ოტომანთა იმპერიის მიერ ყველაზე მეტად ჩაგრული ერისადმი, დასავლეთის სახელმწიფოებში არმენოფილური მისწრაფებები დომინირებდა, რაც 1918 წლის ოქტომბერში მუდროსის ზავის პირობებშიც აისახა. მოკავშირეთა სახელმწიფოები სომხეთს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარანტიებს ჰპირდებოდნენ. 1918 წლის ბოლოს სომხეთში მოქმედება დაიწყო ამერიკულმა ხსნის კომიტეტმა, რომელიც სომხეთისა და სომეხი დევნილების სურსათით უზრუნველყოფას ცდილობდა, თუმცა კონსტანტინეპოლის სრუტეებზე და შავ ზღვაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო ეფექტური მომარაგების სისტემის შექმნა ჭიანურდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს დასავლეთის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ვერაფრით ალაგებდა ურთიერთობებს უშუალო მეზობლებთან. 1918 წლის დეკემბერში ახალციხის, ახალქალაქისა და ლორეს მაზრების მოთხოვნით სომხეთი მოულოდნელად თავს დაესხა საქართველოს რესპუბლიკას, თუმცა ერთთვიანი ბრძოლების შემდეგ, ფაქტობრივად, მარცხი განიცადა. მხოლოდ ბრიტანელთა ჩარევის შედეგად შეძლო კონტრშეტევაზე გადასული საქართველოს შეიარაღებული ძალების შეჩერება.
[რედაქტირება] სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
სომხეთი, 1905 ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების გამო, 1917 წლდან მუდმივი სამხედრო დაპირისპირების მდგომარეობაში იყო აზერბაიჯანთან. 1918 წლის 30 მარტს ჯერ კიდევ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფ ორ სუბიექტს შორის ომი გაჩაღდა. ძირითადი საბძოლო მოქმედებები ნახიჩევანში, ყარაბაღსა და ზანგეზურში მიმდინარეობდა. სომხურ არმიას გენერალი დრო ხელმძღვანელობდა.
[რედაქტირება] სომხეთის მთავრობა
1919 წლის იანვარში სომხეთში პირველი უმაღლესი სასწავლებელი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა. 1919 წლის მაისში რესპუბლიკის მთავრობის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჰ. კაჩაზნუნი ასევე დაშნაკმა, თბილისის ყოფილმა მერმა, ალექსანდრე ხატისოვმა ჩაანაცვლა. 1919 წლის 21-23 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში პარლამენტის პირველი საყოველთაო არჩევნები ჩატარდა. 80-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 72 ადგილი დაშნაკცუითუნის პარტიამ მოიპოვა. 1919 პარიზში მიმდინარე სამშვიდობო კონფერენციაზე სომხეთის რესპუბლიკა დიდი იმედებითა და გეგმებით წარსდგა. სომხურ დელეგაციას პარიზში პარლამენტის თავმჯდომარე, დაშნაკი ავეტის აჰარონიანი ხელმძღვანელობდა. საერთაშორისო არენაზე სომხეთს განსაკუთრებით დიდ მხარდაჭერას უცხადებდა აშშ-ის პრეზიდენტი ვუდრო იულსონი.
1920 წლის მაისში სომხეთში მთავრობის შემადგენლობა კიდევ ერთხელ შეიცვალა. პრემიერ-მინისტრის პოსტი დაშნაკმა ჰამო ოჰანჯანიანმა დაიკავა. პარიზის სამშვიდობო კონფერენციამ, საბოლოოდ სომხეთის მოთხოვნებისა და მოლოდინების ნაწილი 1920 წლის 10 აგვისტოს სევრის ხელშეკრულებაში აისახა, რომლითაც სომხეთის მომავალი სახელმწიფოს ტერიტორია 160 000-ზე კმ. კვ.-ით განისაზღვრა. თუმცა დასავლეთის სახელმწიფოებმა სომხეთი ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური დახმარებით არ უზრუნველყო.
1920 წლის სექტემბერში ახალფეხადგმულმა თურქული რესპუბლიკური მოძრაობის შეიარაღებულმა ძალებმა, გენერალ კაიზიმ კარაბექირის მეთაურობით, სომხეთის რესპუბლიკას შეუტია, თურქეთმა უარი თქვა სევრის ხელშეკრულებაზე და სომხეთის რესპუბლიკის დიდი ნაწილი დაიკავა. 1920 წლის ნოემბერში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, სომხეთის მთავრობის მეთაურობიდან გადადგა ოჰანჯანიანი და პრემიერ-მინისტრის პოსტი დაშნაკმა, სიმონ ვრასტიანმა, დაიკავა.
1920 წლის 29 ნოემბერს საბჭოთა აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკას თავს XI წითელი არმია დაესხა, 2 დეკემბერს კი წითელმა არმიამ ერევანი დაიკავა. ახალ საბჭოთა მთავრობაში დაშნაკთა პარტიის წევრებიც შევიდნენ. 1921 წლის დასაწყისში სომხური რესპუბლიკური ძალების ანტისაბჭოთა აჯანყების შედეგად ერევანი დროებით განთავისუფლდა საბჭოთა რეჟიმისაგან, თუმცა საქართველოში სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ წითელი არმიის ნაწილებმა სომეხი აჯანყებულები დაამარცხეს.
- ირაკლი ირემაძე
[რედაქტირება] ლიტ
- R. G. Hovannisian, ArmenIa on The Road to Independence. University of California Press. Lon.,1967;
- R. G. Hovannisian, The Republic of Armenia, Volume I, 1918-1919. University of California Press. Lon., 1971;
- R. G. Hovannisian, The Republic of Armenia, Volume II, 1919-1920. UniversIty of California Press. Lon., 1982.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი