გამგებელი ნუგზარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 18: ხაზი 18:
  
  
[[კატეგორია:ვოკალისტები]]
+
[[კატეგორია:ქართველი ვოკალისტები]]
[[კატეგორია:მომღერლები]]
+
[[კატეგორია:ქართველი მომღერლები]]
+
 
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები‏‎]]
 
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები‏‎]]
 
[[კატეგორია:თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები]]
 
[[კატეგორია:თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები]]

17:21, 29 მაისი 2019-ის ვერსია

ნუგზარ გამგებელი

გამგებელი ნუგზარ ვალერიანის ძე - (5. IX. 1959, საჩხერის რაიონი), ქართველი მომღერალი (ტენორი). ფ. ვინიასის (ბარსელონა, 1990, I პრემია და გრან-პრი), ვ. ალონსოს (მადრიდი, 1993, I პრემია) სახელობისა და პამპლონის (ესპანეთი, 1994, II პრემია, ხ. კარერასის სპეციალური პრიზი), ვოკალისტთა საერთაშორისო კონვურსების ლაურეატი.

1987 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ნ. ანდღულაძის კლასი). 1990-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტია, ფლობს ლამაზი ტემბრის ხმას. გამგებელის შესრულებისათვის დამახასიათებელია გამომსახველობა, ექსპრესია. პარტიები: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ალფრედი, რიჩარდი (ჯ. ვერდის „ტრავიატა“, „ბალ-მასკარადი“), ანტონიო და მეფისტოფელი (ს. პროკოფიევის „დუენია“ და „ცეცხლოვანი ანგელოზი“) და სხვ.

ეწევა საკონცერტო მოღვაწეობასაც. 1996-იდან უცხოეთშია (ესპანეთი). (გ. ტორაძე)




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

იხილე აგრეთვე

ნუგზარ გამგებელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები