კალიფორნიული ოქროსფერი კალმახი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''კალიფორნიული ოქროსფერი კალმახი''' - წარმოშობით კალიფორნიის ([[აშშ]]) სიერა-ნევადის ალპური პლატოს ტბების, ნაკადულებისა და მდინარეების ზედა აუზების ენდემური ჯიშია. ის ცისარტყელა | + | '''კალიფორნიული ოქროსფერი კალმახი''' - წარმოშობით კალიფორნიის ([[აშშ]]) სიერა-ნევადის ალპური პლატოს ტბების, ნაკადულებისა და მდინარეების ზედა აუზების [[კალმახი|კალმახის]] ენდემური ჯიშია. ის [[ცისარტყელა კალმახი]]ს სხვა ფორმებისაგან განსხვავდება მკვეთრი ოქროსფერი შეფერილობით, რომელიც საცხოვრებელი გარემოს პირობების შესაბამისად იცვლება. არსებობის პირველი წლისთვის მასში ჭარბობს მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი და ლიმონისფერ-ოქროსფერი ტონები. მთელი სხეულის გასწვრივ აქვს მოყავისფრო-ნაცრისფერი, ხოლო ზურგზე შავი პატარა ლაქები. მკაფიო შეფერილობა მჟღავნდება ტოფობის პერიოდში. |
| − | ოქროსფერი [[კალმახი]] იოლად ჯვარდება ბუნებაში. წარმოქმნის კლარკის ორაგულისა და | + | ოქროსფერი [[კალმახი]] იოლად ჯვარდება ბუნებაში. წარმოქმნის კლარკის ორაგულისა და ცისარტყელა კალმახის მაღალი სიცოცხლისუნარიანობით გამორჩეულ ჰიბრიდს. ის ალპური მდინარეებისა და ტბების ცივი წყლის მოყვარული თევზია, რომელიც ადაპტირებულია წყლის დაბალ ტემპერატურასა და გახსნილი ჟანგბადის მაღალ შემცველობასთან. ბუნებრივი გამოყვანისას, წყლის ოპტიმალური ტემპერატურა შეადგენს 14-16<sup>0</sup>C-ს. თუმცა, შეუძლია იცოცხლოს 1-2<sup>0</sup>C ტემპერატურის პირობებშიც. ამ სახეობებში, წყალსატევის ჰიდროლოგიური რეჟიმიდან გამომდინარე, ტოფობა შეიძლება მიმდინარეობდეს მარტი-აგვისტოს პერიოდში. ტოფობა იწყება 11<sup>0</sup>C, მაგრამ, ძირითადად, კარგად მიმდინარეობს 13<sup>0</sup>C ტემპერატურაზე. |
სქესობრივად მომწიფებული მამრები აქტიურობით ხასიათდებიან როდესაც 10-13 სმ სიგრძეს აღწევენ. 300-700 გრ მასის მქონე მდედრები დებენ 320-1100 ცალ ქვირითს, რომელთაგან სქესობრივი მომწიფების მდგომარეობამდე შთამომავლობის მხოლოდ 2% აღწევს. ტოფობა ხდება 1:5 შეფარდებით წყლის 15<sup>0</sup>C ტემპერატურაზე (შეიძლება გაგრძელდეს 30<sup>0</sup>C-მდეც). | სქესობრივად მომწიფებული მამრები აქტიურობით ხასიათდებიან როდესაც 10-13 სმ სიგრძეს აღწევენ. 300-700 გრ მასის მქონე მდედრები დებენ 320-1100 ცალ ქვირითს, რომელთაგან სქესობრივი მომწიფების მდგომარეობამდე შთამომავლობის მხოლოდ 2% აღწევს. ტოფობა ხდება 1:5 შეფარდებით წყლის 15<sup>0</sup>C ტემპერატურაზე (შეიძლება გაგრძელდეს 30<sup>0</sup>C-მდეც). | ||
14:19, 22 აგვისტო 2019-ის ვერსია
კალიფორნიული ოქროსფერი კალმახი - წარმოშობით კალიფორნიის (აშშ) სიერა-ნევადის ალპური პლატოს ტბების, ნაკადულებისა და მდინარეების ზედა აუზების კალმახის ენდემური ჯიშია. ის ცისარტყელა კალმახის სხვა ფორმებისაგან განსხვავდება მკვეთრი ოქროსფერი შეფერილობით, რომელიც საცხოვრებელი გარემოს პირობების შესაბამისად იცვლება. არსებობის პირველი წლისთვის მასში ჭარბობს მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი და ლიმონისფერ-ოქროსფერი ტონები. მთელი სხეულის გასწვრივ აქვს მოყავისფრო-ნაცრისფერი, ხოლო ზურგზე შავი პატარა ლაქები. მკაფიო შეფერილობა მჟღავნდება ტოფობის პერიოდში.
ოქროსფერი კალმახი იოლად ჯვარდება ბუნებაში. წარმოქმნის კლარკის ორაგულისა და ცისარტყელა კალმახის მაღალი სიცოცხლისუნარიანობით გამორჩეულ ჰიბრიდს. ის ალპური მდინარეებისა და ტბების ცივი წყლის მოყვარული თევზია, რომელიც ადაპტირებულია წყლის დაბალ ტემპერატურასა და გახსნილი ჟანგბადის მაღალ შემცველობასთან. ბუნებრივი გამოყვანისას, წყლის ოპტიმალური ტემპერატურა შეადგენს 14-160C-ს. თუმცა, შეუძლია იცოცხლოს 1-20C ტემპერატურის პირობებშიც. ამ სახეობებში, წყალსატევის ჰიდროლოგიური რეჟიმიდან გამომდინარე, ტოფობა შეიძლება მიმდინარეობდეს მარტი-აგვისტოს პერიოდში. ტოფობა იწყება 110C, მაგრამ, ძირითადად, კარგად მიმდინარეობს 130C ტემპერატურაზე.
სქესობრივად მომწიფებული მამრები აქტიურობით ხასიათდებიან როდესაც 10-13 სმ სიგრძეს აღწევენ. 300-700 გრ მასის მქონე მდედრები დებენ 320-1100 ცალ ქვირითს, რომელთაგან სქესობრივი მომწიფების მდგომარეობამდე შთამომავლობის მხოლოდ 2% აღწევს. ტოფობა ხდება 1:5 შეფარდებით წყლის 150C ტემპერატურაზე (შეიძლება გაგრძელდეს 300C-მდეც).
სქესობრივ მომწიფებას ოქროსფერი კალმახი სიცოცხლის მესამე-მეოთხე წელს აღწევს. მთლიანად სიცოცხლის პერიოდში (6-7 წელი) ტოფობს 3-ჯერ. ბუნებრივ პირობებში ზრდისას შეიძლება მიაღწიოს 5 კგ-მდე მასას; ხელოვნურ პირობებში კულტივირებისას კი წლამდე ასაკის კალმახი 50070 გრ-ს აღწევს; ერთწლიანები 90-130 გრ-ს და ორწლიანები 300-700 გრ-ს.