ჰოლშტეინ-ფრიზულში
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:ძროხის ჯიშები]] | [[კატეგორია:ძროხის ჯიშები]] | ||
14:53, 23 აგვისტო 2019-ის ვერსია
ჰოლშტეინ-ფრიზულში - მრავალი ჯიშია გაერთიანებული (აშშ-ს, კანადის, ისრაელის და სხვ.). ისინი სარძეო მიმართულების არიან. ჰოლშტინო-ფრიზული ჯიშები მსოფლიოში ყველაზე მაღალი მერძეულობით ხასიათდება. ფურების ცოცხალი მასა 600-650 კგ., მონაწველი 6,0-12,0 ათასი კგ., რძის საშუალო ცხიმიანობა 3,6-3,7%. დიდ ინტერესს იწვევს წითელ-ჭრელი ჰოლშტინები, რომელიც უკვე დამოუკიდებელ ჯიშად ჩამოყალიბდა. იგი უფრო ნაკლები მონაწველით (400-6000კგ.), მაგრამ მაღალცხიმიანი რძით ხასიათდება (3,95-4,2%).
წითელ ჭრელი ჰოლშტინები გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთის ფერმაში ჰყავთ მოშენებული, სადაც მან საუკეთესო შედეგი აჩვენა. ჰოლშტინო-ფიზული ჯიშების მოშენებით დაინტერესებულ ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი კვებისა და მოვლის პირობები მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნები არიან, ამიტომ თუკი ცხოველთა უხვი და სრულფასოვანი კვების საშუალება არ გააჩნიათ, მათი მოშენება ზარალიანია.