კავკასიური ხმალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ბოლქვიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბოლქვიანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ზამბახისებრნი]] | [[კატეგორია:ზამბახისებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:30, 30 სექტემბერი 2019 მდგომარეობით
კავკასიური ხმალა - (Gladiolus italicus Mill.); ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა. ყვავილსაფრის ზედა ფოთოლი დანარჩენებისგან დაცილებულია და მისი წვერი გადაღუნულია. ყვავილედი გრძელია, მეჩხერი, ორგვერდა. ყვავილსაფარი ვარდისფერია, ზარისებური. მილი მოკლეა. ქვედა სამი ფოთოლი თითო თეთრი ზოლით ხასიათდება. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში, ნათესებში, ნატყევარ ადგილებში, ქვიან ეკოტოპებზე. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლისა და სიღნაღის მიდამოებში. ცნობილია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში.