სამღვდელო შესამოსელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
− | + | [[ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის]] | |
[[კატეგორია: სამოსი]] | [[კატეგორია: სამოსი]] | ||
[[კატეგორია:საეკლესიო სამოსი]] | [[კატეგორია:საეკლესიო სამოსი]] |
მიმდინარე ცვლილება 23:57, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
სამღვდელო შესამოსელი - ღვთისმსახურების დროს სამღვდელონი იმოსებიან შესაფერისი სამოსლით:
დიაკვანი იცვამს სტიქარს, გინგილას და სამკლავეებს ანუ საბუხრეებს;
მღვდელი იცვამს კვართს, ოლარს, საბუხრეებს და ფილონს;
ეპისკოპოსი იცვამს კვართს, ბისონს, ოლარს, საბუხრეებს და ომოფორს, ენქერს, მიტრას და გულზე იკეთებს პანაღიას.
სამღვდელო შესამოსლებია ორი სახის თავსაბურავიც:
- სკუფია
- კამილავკა.
სამღვდელო შესამოსელს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგ.: სტიქარი, ფილონი და ბისონი მოგვაგონებს იმ სამოსელს, რომლითაც შემოსეს იესო ქრისტე ჯვარზე გაკვრის წინ; სკუფია, კამილავკა და მიტრა' კი - ეკლის გვირგვინს, რომელიც იესოს დაადგეს თავზე.