ნემეური თამაშები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნემეური თამაშები''' – საერთობერძნული ასპარეზობები, რომელიც...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:სპორტული ასპარეზობები]] | ||
17:29, 19 დეკემბერი 2016-ის ვერსია
ნემეური თამაშები – საერთობერძნული ასპარეზობები, რომელიც არგოლისში (სამხრეთ საბერძნეთი) ტარდებოდა, ნემეას ველზე ზევსის საკურთხეველთან.
მითოსის თანახმად, ამ ზეიმის დაარსება მიეწერება არგოლისის მეფე ადრასტოსს. უფრო გავრცელებული ვერსიით, ზეიმი დააწესა გმირმა ჰერაკლემ მას შემდეგ, რაც ნემეას მძვინვარე ლომი მოახრჩო. ნემეები ტარდებოდა ოლიმპიადის ყოველ მეორე და მეოთხე წელს. მოასპარეზეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სრბოლაში. გამარჯვებულის ჯილდო იყო ზეთისხილის ან ნიახურის გვირგვინი. ეს თამაშები დაივიწყეს ქრისტიანობის დადგომისთანავე.