დალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''დალი''' – ნადირობის ქალღმერთი სვანურ | + | '''დალი''' – ნადირობის ქალღმერთი სვანურ [[მითოლოგია]]ში, [[ნიმფები|ნიმფა]]. დალი მაღალ მიუვალ კლდეებში ცხოვრობს; იგი აჯილდოებს მონადირეებს ნადირობის იღბლით, სამაგიეროდ მისგან სიყვარულს და მის საიდუმლოდ შენახვას მოითხოვს. მაგრამ მონადირე, ჩვეულებრივ, ვერ ასრულებს აკრძალვას, გასცემს საიდუმლოს ან სხვა ქალს აჩუქებს დალის ნაჩუქარ ნივთს ([[მძივი|მძივს]] თუ სხვა რამეს), რის გამოც დალი მას სასტიკად უსწორდება: ჯიხვად გადაქცეული გამოეცხადება და შეიტყუებს ისეთ კლდეებზე, საიდანაც მონადირე ვეღარ ბრუნდება, უფსკრულში იჩეხება. სვანური თქმულების თანახმად, [[ამირანი]] დალისა და უცნობი მონადირის შვილია. |
მიმდინარე ცვლილება 00:07, 20 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
დალი – ნადირობის ქალღმერთი სვანურ მითოლოგიაში, ნიმფა. დალი მაღალ მიუვალ კლდეებში ცხოვრობს; იგი აჯილდოებს მონადირეებს ნადირობის იღბლით, სამაგიეროდ მისგან სიყვარულს და მის საიდუმლოდ შენახვას მოითხოვს. მაგრამ მონადირე, ჩვეულებრივ, ვერ ასრულებს აკრძალვას, გასცემს საიდუმლოს ან სხვა ქალს აჩუქებს დალის ნაჩუქარ ნივთს (მძივს თუ სხვა რამეს), რის გამოც დალი მას სასტიკად უსწორდება: ჯიხვად გადაქცეული გამოეცხადება და შეიტყუებს ისეთ კლდეებზე, საიდანაც მონადირე ვეღარ ბრუნდება, უფსკრულში იჩეხება. სვანური თქმულების თანახმად, ამირანი დალისა და უცნობი მონადირის შვილია.