სადროშო
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
* არგვეთი; | * არგვეთი; | ||
* [[რაჭა]]; | * [[რაჭა]]; | ||
| − | * ოკრიბა-ლეჩხუმი. | + | * ოკრიბა-[[ლეჩხუმი]]. |
სადროშოების სარდლებად აქაც მსხვილი თავადები ინიშნებოდნენ (ჯამბურია, სინ 1973: 239). | სადროშოების სარდლებად აქაც მსხვილი თავადები ინიშნებოდნენ (ჯამბურია, სინ 1973: 239). | ||
14:29, 17 იანვარი 2020-ის ვერსია
სადროშო - სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ საქართველოში.
სადროშოს სათავეში ედგა სარდალი, რომელიც ქართლში და იმერეთში მემკვიდრეობით თანამდებობად იყო ქცეული. კახეთში სადროშოების ხელმძღვანელობა ეპისკოპოსებს ჰქონდათ ჩაბარებული, რაც კახეთის სამხედრო ორგანიზაციას მეტ სიმტკიცეს ანიჭებდა. ეპისკოპოსი-სარდალი არ იყო მემკვიდრეობით მიჯაჭვული თანამდებობაზე და ამიტომ სამეფო ხელისუფლებას სამხედრო ორგანიაზაციაში ჩარევისათვის მეტი სივრცე რჩებოდა.
სახელმწიფო ტერიტორიების სადროშოებად დაყოფა სამხედრო შენაერთების ტაქტიკური ნაწილების სახელწოდებებს შეესაბამებოდა (მეწინავე, მემერჯვენე, მემერცხენე).
- მეწინავე სადროშოს ქმნიდა ქვემო ქართლის ჯარი, რომელსაც ბარათაშვილები წინამძღოლობდნენ;
- მემარჯვენე სადროშოს ჯარი შიდა ქართლის „ზემო მხარიდან“ იკრიბებოდა ამილახვართა მეთაურობით;
- მემარცხენე სადროშოს - შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს არაგვისა და ქსნის ხეობების ჩათვლით, მუხრანბატონები ედგნენ სათავეში;
- მეფის სადროშო - თბილისიდან ტაშისკარამდე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე - საკუთრივ მეფეს ემორჩილებოდა. ცალკე სარდალი ჰყავდა მცხეთის საკათალიკოსო ეპარქიასაც, მაგრამ იგი მეფის დროშაზე გამოდიოდა (კლიმიაშვილი 1964: 122-123).
სადროშოები იმერეთში
იმერეთის სამეფოში ცალკე სადროშოებს წარმოადგენდა:
სადროშოების სარდლებად აქაც მსხვილი თავადები ინიშნებოდნენ (ჯამბურია, სინ 1973: 239).
სადროშები კახეთში
კახეთის სამეფო ტერიტორია შემდეგ სადროშოებად იყოფოდა:
- მემარჯვენე სადროშო, ე.წ. გაღმა მხარე, ნეკრესელს ებარა;
- მემარცხენე - გარე კახეთი - რუსთველ ეპისკოპოსს ებარა;
- ქიზიყი - ბოდბელი ეპისკოპოსის სასარდლო იყო;
- მეოთხე სადროშო - სამეფო უნდა ყოფილიყო (პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება).
XVII-XVIII საუკუნეებში საბრძოლო მოქმედებების დროს ეპისკოპოსების მაგივრად ხშირად კახეთის თავადები ასრულებდნენ სარდლის მოვალეობას (კლიმიაშვილი 1964: 124-126).
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017