კვირია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კვირია“ გადაიტანა გვერდზე „კვირაე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კვირაე“ გადაიტანა გვერდზე „კვირია“ გადამისამართებაზე)

12:50, 20 იანვარი 2020-ის ვერსია

კვირია, კვირა, კვირაე – (ბერძნ. კვირიოს „უფალი“). ღვთისშვილთა შორის უპირველესი, მათგან გამორჩეული, ქრისტეს ნიშნებს ატარებს თავად სახელიდან (უფალი) დაწყებული მორიგე ღმერთის მარჯვენით ჯდომამდე: ფშავ-ხევსურული მითოსის თანახმად კვირიას კარავი უდგას მორიგე ღმერთის მარჯვნივ, ამიტომაც ასე მიმართავენ: „შენ გადიდოს, გაგიმარჯოს, კვირაევ, ხთის კარზე კარავიანო“, „დიდება დიდ კვირას, მაღლის ღვთის მოკარვესა“. მორიგე ღმერთთან ერთად იგი განსჯის და განიკითხავს ადამიანთა და ღვთისშვილთა სამართალს: „დიდება და გამარჯვება ძალს ღვთისას, სამართალს კვირიასას!“



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები