ბათმაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]] | [[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:აჭარული სამზარეულო]] |
[[კატეგორია:ნუგბარი]] | [[კატეგორია:ნუგბარი]] | ||
14:48, 22 იანვარი 2020-ის ვერსია
ბათმაზი — თურქულად pekmez. ბათმაზი, იგივე, ბეთმაზი (ბეთმეზი), დადუღებული ხილის – მსხლის, ვაშლის, ყურძნის, ქლიავის, ხურმის, თუთის – ბჟოლის საგანგებოდ დამზადებული შესქელებული თაფლივით ტკბილი წვენი, ბადაგი იყო. იგი ხილის წვენის ხანგრძლივი დუღილით მიიღებოდა. უპირატესობა თუთის ბექმეზს ენიჭებოდა. ბექმეზს თიხის ჭურჭლებში დერგებში ინახავდნენ. შავშეთ-იმერხევში მას „ბეემეზს”, გურიაში კი - „ბეტმეზს” ეძახდნენ. გასრესილ - დაჭყეპილ ყურძენს ჯერ საჭურში გაატარებდნენ, აადუღებდნენ, ქაფს მოხდიდნენ და ნახევარს რომ დაადუღებდნენ, ჩამოდგამდნენ. გაცივების შემდგეგ თეთრ ტომსიკაში გაწურავდნენ, ნელ ცეცხლზე კვლავ აადუღებდნენ. როცა შესქელდებოდა სათანადო ჭურჭელში ჩაასხამდნენ. მისგან ბეთმეზის ფაფას – ფელამუშსაც ამზადებდნენ.