დაშნა (ცივი იარაღი)
(ახალი გვერდი: დაშნა '''დაშნა''' - (იტალიური - ''Spade''), საჩხვლეტი ან სა...) |
|||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
В. И. ЭЛАШВИЛИ. „Парикаоба“ 1956. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991. მ.ქ. | В. И. ЭЛАШВИЛИ. „Парикаоба“ 1956. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991. მ.ქ. | ||
| + | {| | ||
| + | |- | ||
| + | | [[ფაილი:Logo1.JPG|მარჯვენა|10px|]] [[დაშნა|დაშნა მრავალმნიშვნელოვანი]] | ||
| + | |} | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]] | [[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:37, 8 ნოემბერი 2021 მდგომარეობით
დაშნა - (იტალიური - Spade), საჩხვლეტი ან საჩხვლეტ-საჩეხი ცივი იარაღი. არის სწორი, გრძელი (1 მ და მეტი), ერთი ან ორპირიანი, ბრტყელი, ან წახნაგოვანი ფორმის და სხვადასხვა ფორმის ტარით. სატევრის სახესხვაობა, მოკლე მახვილი.
ფორმითა და ზომით მოგრძო ხანჯალს წააგავს, მაგრამ მისგან განსხვავებით იკიდებენ გვერდზე და ვერტიკალურად.
გაჩნდა XV საუკუნის დასაწყისში ესპანეთისა და იტალიის დიდგვაროვნებში, XVI საუკუნეში - ცხენოსნებსა და ქვეითებში მახვილის ნაცვლად. შენარჩუნებულია როგორც სპორტული, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში - როგორც საპატიო, საპარადო და ასევე საზღვაო ცივი იარაღი.
დაშნა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, ხევსურეთში.
ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ხევსურები ხმალ-ხანჯალთან ერთად ხმარობდნენ აგრეთვე „ხმალ-დაშნას“, რომელსაც სახელოში ან ზურგზე ტანსაცმლის ქვემოდან შეფარულად ატარებდნენ. ე.ი. „ხმალ-დაშნა“ მალული იარაღია, იგი გამოიყენებოდა, მაგ., შუღლის დროს, იმ შემთხვევაში, როდესაც ხევსურს სხვა იარაღი არ ჰქონდა, მაგალითად სტუმრობის დროს, როდესაც წესის მიხედვით იარაღს მასპინძელი ჩამოართმევდა, ის დაშნის, უბისფარისა და საცერულების ამარა რჩებოდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
В. И. ЭЛАШВИЛИ. „Парикаоба“ 1956. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991. მ.ქ.
| |