კიბურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კიბურა''' – ვაზის ჯიში. იგი ვარდისფერყურძნიან ჯიშთა ჯგუფს ეკ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]] | [[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]] | ||
| − | [[კატეგორია:საქართველოს | + | [[კატეგორია:საქართველოს ამპელოგრაფია]] |
[[კატეგორია:ვაზის აჭრული ჯიშები]] | [[კატეგორია:ვაზის აჭრული ჯიშები]] | ||
16:07, 31 იანვარი 2020-ის ვერსია
კიბურა – ვაზის ჯიში. იგი ვარდისფერყურძნიან ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. თითო-ოროლა ძირის სახით მაღლარად ქედის რაიონში, განსაკუთრებით, სოფელ სიხალიძეებში, ასამბაძეებსა და საკუთრივ ქედის მიდამოებშია გავრცელებული. გადმოცემებითა და დაკვირვებებით კიბურა აჭარულ ვაზის აბორიგენულ ჯიშთა წყებას მიეკუთვნება, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ამ მხარის ეკოლოგიურ პირობებში აღზრდილა და აკლიმატიზებულა. რადგან ვაზები მაღლარად არის წარმოდგენილი, ამის გამო ისინი სათანადო მოვლას მოკლებულია, რის შედეგადაც როგორც მოსავლიანობა, ისე ყურძნის პროდუქციის ღირსება არადამაკმაყოფილებელია.
ლიტერატურა
რამიშვილი, 1948.