საკრეფელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საკრეფელაჲ''' – ხილის დასაკრეფი იარაღი. ტრადიციულად იგი ტკ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საკრეფელა“ გადაიტანა გვერდზე „საკრეფელაჲ“) |
16:35, 10 თებერვალი 2020-ის ვერსია
საკრეფელაჲ – ხილის დასაკრეფი იარაღი.
ტრადიციულად იგი ტკეჩისგან იყო მოწნული, სახელური გააჩნდა. მოწნული საკრეფელა დღეს ყოფაში აღარ გვხვდება. იგი ახალი სახის საკრეფელამ ჩაანაცვლა, რომელიც დაახლოებით 0,5 სმ. განიკვეთის მქონე, ოვალურად მოხრილი მავთულისაგან მზადდება. მასზე წინ და უკან კაუჭებია მიმაგრებული. მავთულზე ქვემოდან მაგარი ნაჭერია შემოკერებული, სადაც მოწყვეტილი ხილი ვარდება. საკრეფელას ტარი უკეთდება, რომლის მიხედვითაც დიდ და პატარა – გრძელტარიან და მოკლეტარიან საკრეფელას ამზადებენ. ისინი გამოიყენება იმის მიხედვით თუ რა მანძილზეა ხეზე ხილი მოსხმული.