ნიფური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნიფურის ნაქალაქარი''' '''ნიფური''' – ნიბრუ, ნიპურ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Nifuri.jpg|thumb|'''ნიფურის ნაქალაქარი''']] | + | [[ფაილი:Nifuri.jpg|thumb|250პქ|'''ნიფურის ნაქალაქარი''']] |
'''ნიფური''' – ნიბრუ, ნიპური, შუმერის რელიგიური ცენტრი, [[ენლილი]]ს მთავარი საკულტო ქალაქი. | '''ნიფური''' – ნიბრუ, ნიპური, შუმერის რელიგიური ცენტრი, [[ენლილი]]ს მთავარი საკულტო ქალაქი. | ||
17:26, 18 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ნიფური – ნიბრუ, ნიპური, შუმერის რელიგიური ცენტრი, ენლილის მთავარი საკულტო ქალაქი.
ნიფური წარმოდგენილია არა მხოლოდ შუმერის, არამედ ქვეყნიერების შუაგულად, სადაც გადის სამყაროს „დიდი ღერძი“ (დიმ-გალი). ნიფურის ეს მითოსური ბუნება გაცხადებულია მისი მთავარი ტაძრის სახელწოდებებში: ექურ – „სახლი-მთა“ (კოსმიური ღერძის ერთ-ერთი განსახიერება) და დურანქი („ჭიპლარი ცისა და მიწისა“). ერთი შუმერული მითოლოგიური ტექსტის თანახმად, ადამიანის გაჩენამდე ნიფურის პირველი მოსახლენი იყვნენ: ჭაბუკი ენლილი, ქალწული ნინლილი და დედაბერი ნუნბარშეგუნუ – ნინლილის დედა, რომელიც ასწავლის თავის ქალიშვილს, როგორ მოაწონოს თავი ენლილს. მათი შეუღლების შედეგად ნიფურში იბადება მთვარის ღმერთი ნანარის სახელით.