კინთია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კინთია''' – ''(ბერძნ.)'' არტემისის მეტსახელი. კუნძულ დელოსის ი...) |
03:45, 20 ნოემბერი 2016-ის ვერსია
კინთია – (ბერძნ.) არტემისის მეტსახელი.
კუნძულ დელოსის იმ მთას, სადაც ლეტომ აპოლონი და არტემისი შვა, ეწოდებოდა კინთოსი. სწორედ ამიტომ შეარქვეს არტემისს კინთია.
ძველ რომში არტემისის კულტი დაუკავშირეს მთვარის ღვთაებას – დიანას. აქედან გამომდინარე კი, პოეტურ ქმნილებებში კინთია მთვარედ მოიაზრება („ზეცად, კინთია, შენს დანისლულ სახებას ვხედავ“. შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“).