ფურის რქა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფურის რქა''' — როცა ხახმატის გიორგიმ ქაჯავეთიდან დიდრონი ხა...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:21, 1 მაისი 2020 მდგომარეობით

ფურის რქა — როცა ხახმატის გიორგიმ ქაჯავეთიდან დიდრონი ხარძროხა მოდენა, ხეობაში სიმჭიდროვის გამო ერთ ცალრქა ფურს ეს ერთადერთი რქა მოტყდა, აიღეს ეს რქა და სალუდე ქერის საწყაოდ დასახეს. თავად რქა, როგორც ეტალონი, კვრივ ადგილას, ციხის ნანგრევში, შეინახეს, ხოლო მისი ოდენობის ჭურჭლები დაამზადეს. ყოველ დღეობაზე, როცა ლუდის დუღების სამზადისს შეუდგებიან, იმ რქის ოდენობის ჭურჭლით აწყავენ სალუდე ქერს, რომ ზუსტად იცოდნენ, რამდენი ლუდია საჭირო დღეობაზე.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ქაჯავეთის განძი

[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები