მორიგე ღმერთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მორიგე ღმერთი''' − მამა ღმერთის, როგორც სამყაროს მო...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ქართული მითები]] | [[კატეგორია:ქართული მითები]] | ||
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 17:31, 2 მაისი 2020 მდგომარეობით
მორიგე ღმერთი − მამა ღმერთის, როგორც სამყაროს მომწესრიგებლის, ყოველი მოვლენისთვის რიგის მიმცემის, სახელი ფშავ-ხევსურთა რელიგიურ მითოლოგიაში. მათი რწმენით, მორიგე ღმერთს თავისი კარი აქვს, სადაც უდგას მას ტახტი და საიდანაც განაგებს ქვეყნიერებას. პერიოდულად მორიგე ღმერთის კარზე ადიან ღვთისშვილები, ააქვთ ადამიანთა ლოცვა-ვედრება და სათხოვარი. უკან დაბრუნებისას ისინი ადამიანებს უცხადებენ მორიგე ღმერთის ნებას, ვისთვის წყალობას და ვისთვის, სასჯელს.