ყვავის საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ყვავის საყდარი''' – სოფელ ნატახტრის ბოლოს ერთ ძალზე მდიდარ კ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
 
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
 
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
[[კაყეგორია:მითოლოგია]]
+
[[კატეგორია:მითოლოგია]]
[[კაყეგორია:ქართული მითები]]
+
[[კატეგორია:ქართული მითები]]

მიმდინარე ცვლილება 16:50, 10 მაისი 2020 მდგომარეობით

ყვავის საყდარი – სოფელ ნატახტრის ბოლოს ერთ ძალზე მდიდარ კაცს, გვარად ტერუაშვილს, მუშები ჰყოლია თურმე რამდენიმე სოფლიდან მოწვეული ყანის სამკალად. ერთნი მკიდნენ, მეორენი სადილს ამზადებდნენ. დაედგათ დიდი ქვაბი და ხორცს ხარშავდნენ. როცა ხორცი მოიხარშა და შეანელეს კიდეც, ამ დროს მოცურდა დიდი გველი და ადუღებულ ქვაბში ჩაძვრა. მუშებმა მოათავეს მკა და, ის იყო, სადილად უნდა დამსხდარიყვნენ, ქვაბიდან კერძი უნდა გადმოეღოთ, რომ, სად იყო და სად არა, ციდან მოფრინდა ერთი ყვავი. დასტრიალებს ქვაბს და დასჩხავის, არ ანებებს კერძის გადმოღებას. ხალხმა ვერაფრით მოიგერია ყვავი, სულ ქვაბისკენ იწევდა და, ბოლოს კი, შიგ ჩავარდა კიდეც. რას იზამდნენ – გლეხებმა ქვაბი გადმოაპირქვავეს, ყვავის ნახარშს ხომ არ შეჭამდნენ, და რას ხედავენ, გველია შიგ ჩახარშული. მაშინღა მიხვდნენ მუშები ყვავის უცნაურ საქციელს, რომ მან თავი გასწირა და ხალხი კი გადაარჩინა მოწამვლას. ეს ამბავი სასწაულად მიიჩნიეს და ამის ნიშნად ამ ადგილას ეკლესია ააშენეს, სახელად კი ყვავის საყდარი უწოდეს.

ამგვარი მითოსი საქართველოს სხვა კუთხეებშიც არის გავრცელებული.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები