ხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხუცესი''' - „მოხუცებული“, „მღდელი“, „უხუცესი“ :1 პირი, რომელმა...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:01, 16 მაისი 2020 მდგომარეობით

ხუცესი - „მოხუცებული“, „მღდელი“, „უხუცესი“

1 პირი, რომელმაც ეპისკოპოსისაგან მიიღო ხელდასხმა და თანამშრომლობს მასთან საღმრთო მსახურებასა და მორწმუნეთა ხსნის საქმეში. პირველ ქრისტიანულ საკრებულოებში მღვდელმსახურები ამ საკრებულოთა მართვაზე იყვნენ პასუხისმგებლები.
2 ჯვარის მსახური, რომელსაც ევალება, იყოს შუამდგომელი ჯვარსა და საყმოს შორის, მიიტანოს ჯვარის ყურამდე ადამიანთა გასაჭირი, ლოცვა და ვედრება. საყმოში იგი ყველაზე უფრო ახლოს არის ჯვართან, მის სიწმიდესთან და საიდუმლოებებთან, რაც მისგან სიწმიდის დაცვას მოითხოვს.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები