ენუქიძე გოჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ენუქიძე გოჩა“ გადაიტანა გვერდზე „გოჩა ენუქიძე“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „გოჩა ენუქიძე“ გადაიტანა გვერდზე „ენუქიძე გოჩა“ გადამისამართებ...) |
22:57, 29 მაისი 2020-ის ვერსია
გოჩა ენუქიძე – დაიბადა 1962 წლის 8 აპრილს თბილისში. — ეკონომისტი. ინჟინერიის დოქტორი
განათლება – ქ. როსტოვის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტი (1991). 1998 წელს დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, წარმოების ეკონომიკა და მართვის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
- ზეინკალ-შემკეთებელი - თბილისის ტრიკოტაჟის თეთრეულის საწარმოო გაერთიანება (1979-1982)
- მეჯამბარე საურნალე საამქროში - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (1986-1988)
- კოოპერატივი "ალფას" თავმჯდომარე (1989-1995)
- შპს ივერია-ენსის დირექტორი (1995-1999)
- შპს იბერკომპანი ჰოლდინგის პრეზიდენტი (1999-2008)
- შპს ლუკოილ-ჯორჯიას გენდირექტორის მოადგილე (2004-2009)
- პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, ფრაქცია „საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები“-ს თავმჯდომარის მოადგილე.
- პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი.
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი #58 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ - ფრაქციის თავმჯდომარე.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი ეკონომისტები
- ქართველი ბიზნესმენები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები 2008-2012
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები 2012-2016
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები 2016-2020
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ენუქიძეები