ზვიადაური ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ზვიადაური ზურაბ“ გადაიტანა გვერდზე „ზურაბ ზვიადაური“) |
23:18, 29 მაისი 2020-ის ვერსია
ზურაბ ზვიადაური – დაიბადა 1981 წლის 2 ივლისს ახმეტაში. სპორტსმენი - — ძიუდოისტი, სპორტის ოსტატი. ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი.
განათლება – თბილისის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია მწვრთნელის სპეციალობით (2005).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე (2010 - 2011)
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №18 ახმეტის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.