ისაკაძე გრიგოლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ისაკაძე გრიგოლ“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლ ისაკაძე“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „გრიგოლ ისაკაძე“ გადაიტანა გვერდზე „ისაკაძე გრიგოლ“ გადამისამა...) |
00:58, 30 მაისი 2020-ის ვერსია
გრიგოლ ისაკაძე – დაიბადა 1953 წლის 22 ივნისს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1975).
სამუშაო გამოცდილება
- პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა (1976-90).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, „საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი“. სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის წევრი, ეკოლოგიის ქვეკომისიის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).