არბოს წმინდა გიორგის ეკლესია (დარბაზული)
(ახალი გვერდი: '''არბოს წმინდა გიორგის ეკლესია''' - არქიტექტურული ძეგლი დგას შ...) |
16:21, 17 ივნისი 2020-ის ვერსია
არბოს წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას შუა სოფელში, ნ. ლომოურის სახლ-მუზეუმის ჩრდილო-აღმმოსავლეთით. სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (9,3X5.9 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, სარკმლები და ლავგარდანი თლილი ქვისაა. თლილი ქვითაა მოპირკეთებული აღმოსავლეთი ფასადიც. შენობა დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთი და დასავლეთი მინაშენები და წრიული კოშკი. ეკლესიას შესასვლელი ორი აქვს: ერთი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია, მეორე – დასავლეთ კედელში. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია. თითო ვიწრო სარკმელი აფსიდის ორივე მხარეს არსებულ მაღალ თაღოვან ნიშებშიცაა. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია, ერთი – დასავლეთისაში კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა გრძივი კედლების წყვილ ორსაფეხურიან პილასტრებს. გრძივ კედლებზე დეკორატიული თაღებია.
აღმოსავლეთი ფასადის სარკმელთან, ქვაში გამოკვეთილია ხარის თავი.