ახალუბნის ახალი ჯვრის ეკლესია
(ახალი გვერდი: '''ახალუბნის ახალი ჯვრის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს [[საქა...) |
17:43, 20 ივნისი 2020-ის ვერსია
ახალუბნის ახალი ჯვრის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 18 კმ–ში, მდინარე მეჯუდას მარჯვენა ნაპირას მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას ჩრდილო - აღმოსავლეთით, ამაღლებულ ადგილზე. თარიღდება XIX საუკუნით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (7,15X4,75 მ) ნაგებია აგურით, გამოყენებულია აგრეთვე ნატეხი და რიყის ქვები, ფიქალი. ეკლესია დაზიანებულია, აღმოსავლეთის ფასადზე ჩამონგრეულია საკურთხევლის ფანჯრის წიბოები, დაზიანებულია ნაგებობის კუთხეები, ზოგ ადგილას ამოცვენილია აგურები.
ეკლესიის მაღალი და განიერი თაღოვანი კარი სამხრეთითაა, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, კედელზე მიდგმულია ოთხკუთხა სატრაპეზო ქვა. აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მასიური ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომელსაც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი. პილასტრებს მარტივ პროფილიანი კაპიტელები აქვს. ეკლესია ორივე მხრიდან შელესილია. იგი გარედანაც ყოფილა შელესილი.ლავგარდანი აგურის სამი რიგისაგან შედგება. ორფერდა სახურავი კრამიტისაა. დასავლეთის ფრონტონის კეხზე დგას სამრეკლო – თაღებით გახსნილი ოთხბოძიანი ფანჩატური.