ბნავისის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბნავისის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, ში...) |
19:06, 20 ივნისი 2020-ის ვერსია
ბნავისის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ბნავისის სამხრეთით, ვალიაანთუბნიდან ერთ კილომეტრზე, ტყეში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (9 X 4,3 მ), ნაგებია ძირითადად ნატეხი ქვიშაქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კონქი და კედლის ზემო ნაწილები; დაზიანებულია ფასადებიც. გარედან სწორკუთხა, შიგნიდან თაღოვანი თითო შესასვლელი დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივი პილასტრია.