გორის შპალსაჟღენთი ქარხანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გორის შპალსაჟღენთი ქარხანა''' - ერთ-ერთი უძველესი საწარმო [[...) |
18:48, 21 ივნისი 2020-ის ვერსია
გორის შპალსაჟღენთი ქარხანა - ერთ-ერთი უძველესი საწარმო გორში. აშენდა 1893 წ. ეკუთვნოდა ფინელ მრეწველს ა. ზეზემანს.
საწარმო ძირითადად მარაგდებოდა ადგილობრივი ნედლეულით. შპალების დაჟღენთვა მიმდინარეობდა ვულკანიზებული წესით. ქარხანა წელიწადში უშვებდა 1000-1500 კუბ. მ. პროდუქციას. 1965 წლიდან აღიჭურვა ახალი ტექნიკით, რამაც საგრძნობლად გაზარდა ნაწარმის ხარისხი და რაოდენობა (წელიწადში 110-124 ათ. კუბ. მ.). ნედლეულით ქარხანას ძირითადად ამარაგებდა კრასნოიარსკის ხე-ტყის ბაზა, საჟღენთი ნივთიერებით – დონეცკის ოლქის კოქსქიმიური ქარხანა. შპალსაჟღენთი ქარხანა ემსახურებოდა სარკინიგზო მეურნეობას და თავის პროდუქციას აწვდიდა როგორც სსრ კავშირის სხვადასხვა რაიონს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებს.