დიდი მეჯვრისხევის უსანეთის ეკლესია
(ახალი გვერდი: '''დიდი მეჯვრისხევის უსანეთის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''დიდი მეჯვრისხევის უსანეთის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, შიდა [[ქართლი]]ს მხარეში, [[გორი]]ს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი | + | '''დიდი მეჯვრისხევის უსანეთის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, შიდა [[ქართლი]]ს მხარეში, [[გორი]]ს მუნიციპალიტეტში, სოფელ [[დიდი მეჯვრისხევი]]ს ცენტრში. დასავლეთ ფასადზე, მარმარილოს ფილაზე არსებული წარწერის თანახმად ეკლესია 1851 წ. აუშენებია ივანე ზაქარიას ძე ხახუტაშვილს. |
==== აღწერილობა ==== | ==== აღწერილობა ==== | ||
17:55, 23 ივნისი 2020-ის ვერსია
დიდი მეჯვრისხევის უსანეთის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი მეჯვრისხევის ცენტრში. დასავლეთ ფასადზე, მარმარილოს ფილაზე არსებული წარწერის თანახმად ეკლესია 1851 წ. აუშენებია ივანე ზაქარიას ძე ხახუტაშვილს.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (12 X 7 მ), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. შესასვლელები აქვს სამხრეთით და დასავლეთით. თითო სწორკუთხა სარკმელია ოთხივე მხარეს. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის გვერდებზე ორ-ორი სწორკუთხა ნიშია. შენობის გრძივ კედლებზე თაროსებრკაპიტელებიანი პილასტრებია. პილასტრებს შორის დეკორატიული თაღები გადადის. აგურის ჯვაროვანი კამარა თაღებს ეყრდნობა. დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა. ეკლესიის შიგნით შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიაზე დასავლეთით მიშენებული იყო კვადრატული სამრეკლო (შემორჩენილია ორი სვეტი). თითქმის დანგრეულია სამხრეთის კარიბჭეც. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით სამეურნეო დანიშნულების შენობებია მიდგმული.