არბოს წმინდა გიორგის ეკლესია (დარბაზული)
(→წყარო) |
|||
ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
+ | [[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]] |
16:01, 30 ივნისი 2020-ის ვერსია
არბოს წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას შუა სოფელში, ნ. ლომოურის სახლ-მუზეუმის ჩრდილო-აღმმოსავლეთით. სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (9,3X5.9 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, სარკმლები და ლავგარდანი თლილი ქვისაა. თლილი ქვითაა მოპირკეთებული აღმოსავლეთი ფასადიც. შენობა დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთი და დასავლეთი მინაშენები და წრიული კოშკი. ეკლესიას შესასვლელი ორი აქვს: ერთი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია, მეორე – დასავლეთ კედელში. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია. თითო ვიწრო სარკმელი აფსიდის ორივე მხარეს არსებულ მაღალ თაღოვან ნიშებშიცაა. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია, ერთი – დასავლეთისაში კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა გრძივი კედლების წყვილ ორსაფეხურიან პილასტრებს. გრძივ კედლებზე დეკორატიული თაღებია.
აღმოსავლეთი ფასადის სარკმელთან, ქვაში გამოკვეთილია ხარის თავი.
ბიბლიოგრაფია
- 1.არბო //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.
- 2.არბო //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.189.
სოფ. არბოს წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის (X ს.) მოკლე აღწერა. სოფ. არბოს წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის (X ს.) მოკლე აღწერა.
- 3.გარსევანიშვილი ალ. არბოს ანუ გერისთავის წმ. გიორგის ეკლესიის აღშენებისათვის //ცისკარი.-1866.-N15.-გვ.341.
არბოს ანუ გერისთავის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აშენების ისტორია.
- 4.{ლომოური ნიკო} არბოელი. ხმა პროვინციიდან (სოფ. არბოს ეკლესია,ბელოთის ციხე)//მწყემსი.-1892.-N18.-გვ.3-7.
მოკლე ცნობები არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და ბე[ო]ლოთის ციხის შესახებ.
- 5.მაკალათია ს. ლიახვის ხეობა.-თბ.,1971.-გვ.63.
მოხსენიებულია სოფელ არბოს ღვთისმშობლის სახელობის პატარა და XIX საუკუნეში აშენებული დიდი ეკლესიები.მოცემულია ხუროთმოძღვრული დახასიათება.
- 6.მეგრელიძე ი. წარწერები და სხვა სიძველეები ლიახვის ხეობაში //მაცნე.-1963.-N5.-გვ.205-208.
სოფ. არბოს მატერიალური კულტურის ძეგლები. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგების შესახებ საისტორიო მასალისა და ხალხური გადმოცემების მიხედვით.
- 7.არბოს წმ. გიორგის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.1-9.