კირბალის კვირაცხოვლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კირბალის კვირაცხოვლის ეკლესია''' - ეკლესია დგას [[საქართვე...) |
17:42, 1 ივლისი 2020-ის ვერსია
კირბალის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია დგას საქართველოში, შდაი ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის ცენტრში. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (12,8 X 7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, მოპირკეთებულია შირიმის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აბსიდში ერთი დიდი სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ჩასმულია მარმარილოს წარწერიანი ფილა (წარწერა წაშლილია).