დაპწნილი ყველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:AWaruli Cecili.JPG|thumb|250pq|აჭარული | + | [[ფაილი:AWaruli Cecili.JPG|thumb|250pq|აჭარული ჩეჩილი]] |
'''დაპწნილი ყველი''' − სეფერატორში კაიმაღგამოცლილი რძისაგან დამზადებული ყველი, იგივე აჭარული გრეხილი ყველი. | '''დაპწნილი ყველი''' − სეფერატორში კაიმაღგამოცლილი რძისაგან დამზადებული ყველი, იგივე აჭარული გრეხილი ყველი. | ||
მიმდინარე ცვლილება 18:03, 2 ივლისი 2020 მდგომარეობით
დაპწნილი ყველი − სეფერატორში კაიმაღგამოცლილი რძისაგან დამზადებული ყველი, იგივე აჭარული გრეხილი ყველი.
გამოხდილ რძეს ზამთრობით დილიდან საღამომდე, ხოლო ზაფხულობით დაახლოებით ორ საათს გააჩერებდნენ, შემდგომ ცეცხლზე შეათბობდნენ, კვეთს ჩაასხამდნენ და ცოტა ხანს გააჩერებდნენ, ხის დიდი კოვზით − ციცხვით ნელა მოურევდნენ და ყველი თანდათან „მოსვლას” − აჭრას დაიწყებდა. როცა რძე აიჭრებოდა, ყველს იმავე ჭურჭელში ხელით ერთ ადგილზე შეაგროვებდნენ, „მოჭყეპდნენ” და ყველის რგოლს შეკრავდნენ, შრატიდან, რომელიც ყველისაგან რჩებოდა, ამოიღებდნენ და რამდენჯერმე ერთმანეთზე გადაახვევდნენ, დაპწნიდნენ. ყველი წნულის, გრეხილის ფორმას მიიღებდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
მგელაძე, 1965:160; ნიჟარაძე, 1971:165.