საქაშეთის წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საქაშეთის წმინდა გიორგის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს [[...) |
12:08, 4 ივლისი 2020-ის ვერსია
საქაშეთის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქაშეთის სამხრეთით, 1 კილომეტრზე, სასაფლაოზე.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (6,9X5,1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კარი სამხრეთით აქვს. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავი ორფერდაა.