ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია
(ახალი გვერდი: '''ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობ...) |
17:25, 9 ივლისი 2020-ის ვერსია
ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფეტვისხევიდან ჩრდილო-დასავლეთით, 3 კმ-ზე, ე.წ. „შავტყეში“, მდ. ტანის ხეობაში. თარიღდება IX-X საუკუნეებით ზოგიერთი დეტალი კი უფრო გვიანდელი პერიოდისაა: მოხატულობა-XII-XIII საუკუნეების; კანკელი- XV-XVI საუკუნეებისა.
ეკლესიის კანკელის არქიტრავის ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ზაქარია ფანასკერტელი, რაც მოწმობს, რომ გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია და მისი მიდამოები ამ გვარის ფეოდალთა საუფლო იყო.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (12,25X11,1მ.), ნაგებია ძირითადად ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია. სამხრეთით - ორ-ორი. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდს მაღალი დასაჯდომი გასდევს. აფსიდის ცენტრში დგას ქვით ნაშენი სატრაპეზო. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც მძლავრად გამოშვერილ ერთსაფეხურიან პილასტრებსა და თლილი ქვის საბჯენ თაღებს ეყრდნობა. აფსიდის სამხრეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომელიც სტილისტური ნიშნებით XII - XIII საუკუნეებს განეკუთვნება. საკურთხეველი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურით არის ამაღლებული, აქ იდგა XV – XVI საუკუნეების ხის კანკელი (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლების მთელ სიგრძეზე.