ღვინიანთ საყდარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ღვინიანთ საყდარი''' - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შ...) |
15:07, 12 ივლისი 2020-ის ვერსია
ღვინიანთ საყდარი - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავიდან აღმოსავლეთით სამი კილომეტრის დაშორებით, ღვინიანთეულებში. თარიღდება გვიანფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (10,8 X 7,7 მ.), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. ნახევრად დანგრეულია. ეკლესიას შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთით აქვს. თითო სარკმელი ოთხივე მხარეს. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. ეკლესია გადახურული იყო ცილინდრული კამარით.