წეროაანთ წმინდა გიორგის საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წეროაანთ წმინდა გიორგის საყდარი''' - ტაძარი მდებარეობს, [[საქ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „წეროაანთ წმინდა გიორგის საყდარი“ გადაიტანა გვერდზე „[[წეროაანთ ...)

23:39, 20 ივლისი 2020-ის ვერსია

წეროაანთ წმინდა გიორგის საყდარი - ტაძარი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოესის სამხრეთ-დასავლეთით 2,5 კილომეტრზე, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. საყდრის აღმოსავლეთით უცხოვრიათ წერუაშვილებს (აქედან მომდინარეობს საყდრის სახელწოდება), ხოლო დასავლეთით ყოფილა დასახლება აგარა, საიდანაც ბატონს ხალხი ახლანდელ დაბა აგარაში (ქარელის მუნიციპალიტეტი) გაუსახლებია.

აღწერილობა

ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გაურკვეველია გეგმა, შემორჩენილია საძირკვლის კვალი და აღმოსავლეთ კედლის ნაწილი (სიგრძე 4,1 მ). ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გადმოცემით საყდარს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია, გადახურული ყოფილა კრამიტით. საყდრის ჩრდილოეთით აღმოჩნდა თიხის მილები.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები