ცორცორას სამაროვანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ცორცორას სამაროვანი''' - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს [[დი...) |
14:07, 24 აგვისტო 2020-ის ვერსია
ცორცორას სამაროვანი - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ დიღმის ჩრდილო-დასავლეთით, ნაოქიანის ხევის ჩრდილოეთით, ე.წ. ცორცორას მთაზე, თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. სამარხები 0,5-1 მეტრის სიღრმეზე ირშია ჩაჭრილი და ქვიშაქვის ფილებისაგან შეკრულ ქვაყუთებს წარმოადგენს. მათი უმეტესი ნაწილი კოლექტიურია. თითოეულ მათგანში 2-5 მიცვალებული ესვენა გულაღმა, გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ. ცორცორას სამაროვანზე აღმოჩენილი ინვენტარი (ბრინჯაოს და რკინის მშვილდსაკინძები, გემიანი ბეჭედი და სხვ).