თხინვალი (სოფელი თბილისში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თხინვალი''' - სოფელი, საქართველოში, მდებარეობს თრიალეთის ქ...) |
16:12, 25 აგვისტო 2020-ის ვერსია
თხინვალი - სოფელი, საქართველოში, მდებარეობს თრიალეთის ქედზე, ლისის ტბის დასავლეთით, მცხეთიდან 20 კილომეტრზე. წერილობით წყაროებში თხინვალი (თხილოვნა, თხილნარა) პირველად XV საუკუნეში იხსენიება. XV საუკუნემდე სოფელი გაბაშვილების მფლობელობაში იყო. 1466 წელს მეფე კონსტანტინემ იგი ჯავახიშვილებს უწყალობა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისიდან თხინვალი ციციშვილების სამფლობელოა.