კარსანის მინის სახელოსნო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კარსანის მინის სახელოსნო''' - არქეოლოგიური ძრგლი მდებარეობ...)

16:51, 25 აგვისტო 2020-ის ვერსია

კარსანის მინის სახელოსნო - არქეოლოგიური ძრგლი მდებარეობს კარსნისხევის მარჯვენა ნაპირას, ფერდობზე. თარიღდება განვითარებული ფეოდლირია ხანით. 1918 წელს ძეგლი გათხარა გ. ლემლეინმა. მოპოვებული მასალა ინახება პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟში.

ფერდობის ძირში (როგორც ჩანს, აქ ყრიდნენ წარმოების ნარჩენებს), თიხის ფენის ქვეშ აღმოჩნდა 0,75 მ სისქის კულტურული ფენა – ნახშირი. თიხა, ღორღი, აგურის ნატეხები, თიხის წითელი, შავი და თეთრი ჭურჭლის ნამტვრევები; ორიოდე მეტრის ზემოთ, მცენარეული ფენის ძირში გამოჩნდა თხელი (0,2-0,25 მ) კულტურული ფენა – ნახშირის ნაფხვენი, ხარის, ძროხის, ცხვრის, ღორის, თევზის ძვლები, თიხისა და მინის ჭურჭლის ნამტვრევები, მინის სამაჯური, დიდძალი წიდა, მინის სადუღი ქოთნების ნატეხები, მინის წვეთები და ძაფები.

ტყეში, ფერდობის თავზე, შევაკებაზე გამოვლინდა ორმოები (მინის სახელოსნოსთან დაკავშირებულ ნაგებობათა ნაშთები?).


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები