ვერეთრაგნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვერეთრაგნა''' – ''(ირან.)'' სახელი მიუთითებს მის გველეშაპმებრძ...) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია:ირანული მითები]] | ||
13:40, 29 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ვერეთრაგნა – (ირან.) სახელი მიუთითებს მის გველეშაპმებრძოლეობაზე, თუმცა ირანულ მითოლოგიაში ბრძოლის სიუჟეტი შემონახული არ არის. იგი დამკვიდრდა როგორც ომისა და ომში გამარჯვების ღმერთი, რომელსაც ათი განსხეულება აქვს: იგი გარდაიქმნება ქარად, ხარად, ცხენად, აქლემად, ტახად, ჭაბუკად, შევარდენად, ვერძად, ჯეირანად, მეომრად.