კავთის ღვთისმშობლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კავთის ღვთისმშობლის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს, [[საქა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''კავთის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს, [[საქართველო]]ში, | + | '''კავთის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს, [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]], სოფელ თვალადში დაბალ ბორცვზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
16:20, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
კავთის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადში დაბალ ბორცვზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (10,5 X 4,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთითაა. ღრმა ნახევარწრიული ფართო აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის გვერდებზე – ღრმა სწორკუთხა ნიშები. ორი შედარებით მცირე ნიში ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილშია. დარბაზის გრძივ კედლებში თითო სარკმელია (სამხრეითით მეორეც უნდა ყოფილიყო). საკურთხევლის წინ აგურის კანკელი მდგარა (შემორჩენილია ფრაგმენტები). საკურთხევლის იატაკზე მოგებულია ბრტყელი აგური. ეკლესია XIX ს. შეულესავთ. ფასადების კედლები დასრულებულია აგურის სამი რიგისაგან შედგენილი ლავგარდნით.