კავთისხევის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კავთისხევის წმინდა გიორგის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კავთისხევის წმინდა გიორგის ეკლესია'''  - [[ეკლესია]] მდებარეობს, [[საქართველო]]ში, შიდა [[ქართლი]]ს მხარეში, [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]], სოფელ [[კავთისხევი]]ს თხინვალიაანთ უბანში. სამხრეთ კარის ტიმპანზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის მიხედვით ეკლესია 1886 წელს აუგია ოსტატ ჯაბადარს.
+
'''კავთისხევის წმინდა გიორგის ეკლესია'''  - [[ეკლესია]] მდებარეობს, [[საქართველო]]ში,[[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]], სოფელ [[კავთისხევი]]ს თხინვალიაანთ უბანში. სამხრეთ კარის ტიმპანზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის მიხედვით ეკლესია 1886 წელს აუგია ოსტატ ჯაბადარს.
  
 
====აღწეილობა====
 
====აღწეილობა====

16:53, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია

კავთისხევის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევის თხინვალიაანთ უბანში. სამხრეთ კარის ტიმპანზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის მიხედვით ეკლესია 1886 წელს აუგია ოსტატ ჯაბადარს.

აღწეილობა

ეკლესია დარბაზულია (20,85 X 8,55 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. კონსტრუქციის ნაწილები და ლავგარდანი აგურისაა. ეკლესიას შესასვლელი სამი მხრიდან ჰქონია. მთავარი შესასვლელი სამხრეთიდანაა, დანარჩენი ორი ამოქოლილია. ისინი ფრონტონით ყოფილა გადახურული. ნახევარწრიულ აფსიდში სამი სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც ერთსაფეხურიან პილასტრებზე ამოყვანილ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გრძივ კედლებში ოთხ-ოთხი ფართო სარკმელია. ინტერიერის დასავლეთ ნაწილში სამმალიანი თაღებით გახსნილი პატრონიკეა. იგი ფართო გასასვლელით უკავშირდება სამნაწილიან მინაშენს, რომლის შუა ნაწილი კარიბჭე ყოფილა (ამჟამად ამოშენებულია). ეკლესია მაღალ ცოკოლზე დგას. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის ნახევარწრიული შვერილია. დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე, ცენტრალურ არეებში აგურის წყობით გამოყვანილია დეკორატიული ჯვრები. დასავლეთ ფასადის ფრონტონის კუთხეზე ნახევარწრიული თაღებით გახსნილი ოთხბოძიანი სამრეკლო დგას.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები