დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია (დარბაზული)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია''' - მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[ | + | '''დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია''' - მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის მუნიციპალიტეტში]], მისგან ჩრდილოეთით 20 კილომეტრში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ [[დიდი მეჯვრისხევი]]ს ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
16:56, 2 სექტემბერი 2020-ის ვერსია
დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია - მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 20 კილომეტრში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ დიდი მეჯვრისხევის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (7,9X5,13 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. სატრიუმფო და საბჯენი თაღები ნაწყობია კარგად გათლილი შირიმით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს წრიული ნიშებია. ნიშებს ზემოთ, კონქში ჩასმულია სწორკუთხა რეზონატორები. დასავლეთ კედელში ერთი ოთხკუთხა სარკმელია, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში – სწორკუთხა ნიში. საბჯენი თაღი გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა.